ყველგან თან დამდევს შენი ხატება,
სიზმარშიც დარდად გამომყოლიხარ,
ნეტავ ის იყო, ვინც მიყვარს შენში,
ნეტავ ის იყო, ვინც მე მგონიხარ.
და არ მაქვს დარდი ახლა არაფრის,
ეს უნდა მეგრძნო, ახლოს მყოლიხარ,
მეტ მოწყალებას თვით ღმერთსაც არ ვთხოვ,
მისგანვე ბედად თუ დამყოლიხარ.
ვივლით ცხოვრების დასასრულამდე,
ხელგამოწვდილი ჩემსკენ მოდიხარ,
ოღონდ ის იყავ, ვინც მიყვარს შენში,
ოღონდ ის იყავ, ვინც მე მგონიხარ
Комментариев нет:
Отправить комментарий