გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ია კეშელავა
46001007441
საგანი მათემატიკა
სწავლების საფეხური დაწყებითი III-კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:5
გაკვეთილის თემა: 5-ზე გამრავლება
გაკვეთილის მიზანი მოსწავლემ გაიაზროს 5-ზე გამრავლების
არსი, შეძლოს გამრავლების მოქმედების დაკავშირება შეკრების მოქმედებასთან და ნამრავლი წარმოადგინოს ტოლი შესაკრებების ჯამის სახით, დაითვალოს რიცხვები 5-ის ბიჯით და შეძლოს 5-ის გამრავლების გამოყენება პრაქიკულად-ყოველდღიურ ცხოვრებაში.
გაკვეთილის ხანგძლიობა 45 წუთი
N
|
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
(წთ)
|
1
|
1- წინარე ცოდნის გააქტიურება ამისათვის ვურიგებ ტესტებს,
რომელზეც მოცემული ნამრავლი უნდა წარმოდგინონ ჯამის სახით და ნახატების მიხედვით ჩაწერონ გამოსახულებები, აქვე არის ერთი დავალება ახალი ასახსნელი თემიდან თუმცა არ შეუსწავლიათ მაგრამ ანალოგიებით უნდა მიხვდნენ და ამ სავარჯიშოს საშულებით მინდა მოვახდინო პროვოცირება, ამის შემდეგ გავაცნობ თემას და მიზანს-
|
მუშაობა
ტესტებზე
|
ინდივიდუალური
|
5
| |
2
|
დაფასთან მუშაობა
მაპროვოცირებულ დავალებას გავაკრავ დაფაზე , რომელზეც არის დახატული ყვავილები ორ მწკრივად, თითო მწკრივში 5-5 ყვავილი, გამოვყოფთ ხუთეულებს, შევადგენთ გამოსახულებას და ვიპოვით მნიშვნელობას ანალოგიურად შევასრულებთ რამდენიმე სავარჯიშოს გავიმეორებთ გამრავლების კომპონენტებს „სამრავლი, მამრავლი, ნამრავლი
|
საუბარი
|
საერთო-საკლასო
|
პლაკატები,
კუბები,
ფერადი
მაგნიტები
|
10
|
3
|
--სახელმძღვანელოში მუშაობა
სავარჯიშო N1 და N2 სახაზავის გამოყანებით--ვითვლით 5-ის და 3-ის ბიჯით:
დაფაზე დავხაზავ სახაზავის მოდელს და ამ მოდელზე დავითვლით2-ის, 3-ის 4-ის და ხუთის ბიჯით, გავაგრძელებთ მუშაობას დაფასთან,ფერადი მაგნიტების საშულებით შედგენთ ხუთეულებს და ჩავწერთ გამრავლების გამოსახულებებს 5×1= 5 5 . 2=10 5 . 3=15 5 .4=20 5. 5=25 5 . 6=30 5 . 7=35 5 . 8=40 5 . 9 =45 5 . 10=5
|
მსჯელობა, საუბარი
|
საერთო-საკლასო
|
სახაზავი,
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, რვეული,
პლაკატები,
ფერადი
მაგნიტები
|
10
|
4
|
წუთშსვენება
|
საერთო-საკლასო
|
1
| ||
5
|
პრაქტიკული სამუშაო ,, სტუმრად სკოლის ბუფეტში მოსწავლეებმა იციან მათთვის საყვარელი ტკბილეულის ფასები დაურიგდებათ 5-თეთრიანი მონეტები და დავალების ბარათები
მიზანი: 5-ის გამოყენება ტოლ შესაკრებებად, შეძლონ 5-თეთრიანი მონეტების თვლა, შეკრება ანგარიში და გამოყენება.
|
მსჯელობა
|
წყვილებში
|
5 თეთიანი
მონეტები
დავალე ბისა და ფასების ბარათები
|
10
|
6
|
ინტერნეტ-თამაში kids.ge - არითმეტიკა
ეს თამაში არის სამი დონის მარტივი, საშუალო და რთული, თამაში მოიცავს შეკრება-გამოკლების ასევე გამრავლება გაყოფის მაგალითებს,მოსწავლეებისათვის გავითვალისწნე ინდივიდუალურად საშუალო და რთული დონეები
მიზანი: სწრაფი აზროვნების განვითარება შესწავლი მასალის უკეთ გააზრება და კარგად დამახსოვრება
|
ინდივიდუალური
|
ბუკები
|
5
| |
7
|
საშინაო დავალების მიცემა სახელამძღვანელოდან
|
საერთო-საკლასო
|
სახელმძღვანელო
|
2
| |
8
|
შეფასება, თვითშფასება, შეფასება
შეფასება შუქნიშნის ბარათებით
|
ინდივიდუალური-განმავითარებელი, კომენტარები
|
ფერადი
გულები და ყვავილები
|
2
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მიზნის შესაბამისობა ესგ-თან: III-3 მოსწავლე შეძლებს 5-ზე გამრავლების
მოქმედების შესრულებას 5-ის ბიჯით დათვლას, შეკრება-გამოკლების მოქმედებისთან დაკავშირებას და გამრავლების გამოყენებას პრაქიკაში
შეფასების რუბრიკა
შეფასების
კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
ახალი მასალის
გაგაება,გააზრება
დამახსოვრება
|
მასალას
წარმატებით გაართვა თავი
|
საჭიროებს დამატებით დამოუკიდებელ მუშაობას
|
უჭირს ახალი
მასალის,გაგაება,
დამახსოვრება
|
პრაქტიკული
სამუშაოს შეფასება შუქნიშნის ბარათებით
|
მწვანე
|
ყვითელი
|
წითელი
|
კარგად იცნობს ფულის ერთეულებს,
და ანგარიშობს კარგად
|
სჭირდება
დახმარება
|
უჭირს ფულის ერთულების დასახელება და ანგარიში
|
ხელმოწერა თარიღი 29.04 2018
ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია # 1
მათემატიკა ---დაწყებითი III-კლასი
მასწავლებელი ია კეშელავა
ჩემს მიერ ჩატარებული გაკკვეთილის მიზანი იყო: 5-ზე გამრავლებამოსწავლემ გაიაზროს 5-ზე გამრავლების
არსი, შეძლოს გამრავლების მოქმედების დაკავშირება შეკრების მოქმედებასთან და ნამრავლი წარმოადგინოს ტოლი შესაკრებების ჯამის სახით, დაითვალოს რიცხვები 5-ის ბიჯით და შეძლოს 5-ის გამრავლების გამოყენება პრაქიკულად-ყოველდღიურ ცხოვრებაში.
შევარჩიე სასწავლო რესურსები და ისეთი აქტივობები რომლებიც უზრუნველყოფდნენ მოსწავლეთა მაღალ ჩართულობას საგაკვეთილო
პროცესში, აგრეთვე მეთოდები რომლებიც შეესაბამებოდა სასწავლო აქტივობებს და კლასის ორგანიზების ფორმებს.
გამოწვევის ფაზაზე გავააქტიურე მოსწავლეთა წინარე ცოდნა „შესასვლელი ტესტებით“
რომელზეც მოცემული ნამრავლი წარმოდგინენ ჯამის სახით და ნახატების მიხედვით ჩაწერენ გამოსახულებები, აქვე იყო ერთი დავალება ახალი ასახსნელი თემიდან თუმცა არ შეუსწავლიათ მაგრამ ანალოგიებით მიხვდნენ და ამ სავარჯიშოს საშულებით მოვახდინე პროვოცირება და დაინტერესება ახალი ასახსნელი მასალის მიმართ მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი ამ დავალებას და შექებაც დაიმსახურეს. ამ აქტივობით შევძელი მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში
2-აქტივობა დაფასთან მუშაობა
მაპროვოცირებულ დავალებას გავაკრავ დაფაზე , რომელზეც არის დახატული ყვავილები ორ მწკრივად, თითო მწკრივში 5-5 ყვავილი, გამოვყოფთ ხუთეულებს, შევადგენთ გამოსახულებას და ვიპოვით მნიშვნელობას ანალოგიურად შევასრულებთ რამდენიმე სავარჯიშოს გავიმეორებთ გამრავლების კომპონენტებს „სამრავლი, მამრავლი, ნამრავლი
3--სახელმძღვანელოში მუშაობა
სავარჯიშო N1 და N2 სახაზავის გამოყანებით--დავითვალეთ 5-ის და 3-ის ბიჯით:
დაფაზე დავხაზეთ სახაზავის მოდელი და ამ მოდელზე დავითვალეთ2-ის, 3-ის 4-ის და ხუთის ბიჯით, ფერადი მაგნიტების საშულებით შევადგინეთ ხუთეულები და ჩავწერეთ გამრავლების გამოსახულებები 5×1= 5 5 . 2=10 5 . 3=15 5 .4=20 5. 5=25 5 . 6=30 5 . 7=35 5 . 8=40 5 . 9 =45 5 . 10=5 ამ აქტივობებით მოვახდინე ახალი მასალის ახსნა და ცოდნის კონსტრუირება
წუთშსვენებაზე გავაკეთეთ მხიარული სპორტული ვარჯიშები
ფაზა-რეფლექსია: ახალი მასალის განმტკიცების მიზნით შევასრულეთ
პრაქტიკული სამუშაო ,, სტუმრად სკოლის ბუფეტში“ მოსწავლეებს დავურიგე 5-თეთრიანი მონეტები,დავალების ბარათები პროდუქტების ჩამონათვალი-ფასებით. მუშაობა მიმდინარეობდა წყვილებში, 5-თეთრიანი მონეტები გამოიყენეს შესაკრებების სახით და იყიდეს (პირობითად) მათთვის საყვარელი ტკბილეული.
ახალი მასალის უკეთ და სწრაფი ანგარიშისათვის გამოვიყენე ინტერნეტ-თამაში „ kids.ge - არითმეტიკა“
ეს თამაში არის სამი დონის მარტივი, საშუალო და რთული, თამაში მოიცავს შეკრება-გამოკლების ასევე გამრავლება გაყოფის მაგალითებს,მოსწავლეებისათვის გავითვალისწნე ინდივიდუალურად საშუალო და რთული დონეები,ძალიან მოეწონათ და ხალისით ითამაშეს
მოსწავლეთა შეფასებისას გამოვიყენე შეფასების რუბრიკა და შეფასება შუქნიშანი, თვითშეფასება, შეფასება რა თქმა პოზიტიური განმავითარებელი კომენტარებით.
დრო განაწილებული მქონდა მიზნობრივად და სრულიად გამოვიყენე გეგმაში გათვალისწინებული აქტივობები, და რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს ადგილი არ ჰქონია, ყოველი აქტივობისათვის განსაზღვრული დრო საკმარისი აღმოჩნდა. თუმცა, ამავე გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში უფრო მეტ დროს დავუთმობდი პრაქიკულ სამუშაოს მათ ნამდვილად წავიყვანდი სკოლის ბუფეტში და ერთად ავარჩევდით ჩვენთვის სასურველ ტკბილეულს და 5-ის გამრავლების გამოყანება უფრო მეტად პრაქიკული იქნებოდა რა თქმა უნდა ამას გავითვალისწინებ შემდეგი გაკვეთილისათვის
მოსწავლეებს მივეცი საშინაო დავალება, რომელიც ხელს შეუწყობს თემის უფრო ღრმად და საფუძვლიანად გაგებას,განუვითარებს მათ პასუხისმგებლობისა და ინდივიდუალური მუშაობის უნარ- ჩვევებს
საბოლოო ჯამში მიზანს მივაღწიე და შედეგით კმაყოფილი დავრჩი. ამ გაკვეთილით საძირკველი ჩავუყარე 5-ზე გამრავლებას და მის წარმატებით გამოყენებას ყოველღიურ ცხოვრებაში.
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ია კეშელავა 46001007441
საგანი მათემატიკა
სწავლების საფეხური: დაწყებითი III -კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 5
გაკვეთილის თემა: 5-ზე გაყოფა
გაკვეთილის მიზანი მოსწავლემ შეისწავლოს 5-ზე გაყოფა, გროვის დაყოფა ტოლი რაოდენობების ჯგუფებად, გამოყენებული რაოდენობით ჩაწეროს მათემატიკური გამოსახულებები,იპოვოს მნიშვნელობა, შეისწავლოს მათემატიკური ტერმინები: „ გასაყოფი, გამყოფი, განაყოფი და გამოიყენოს 5-ის გაყოფა პრაქიკულად-ყოველდღიურ ცხოვრებაში.
N
|
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
(წთ)
|
1
|
1- აქტივობა: წინარე ცოდნის გააქტიურება - ამისათვის ვურიგებ
მათემატიკურ ბარათებს დავალებით „იპოვე შეცდომა“
ბარათში მოცემულია გამოსახულებები ნაწილობრივ არა სწორი პასუხებით , უნდა იპოვონ არა სწორი პასუხები და გაასწორონ, აქვე მაქვს მაპროვოცირებელი დავალებაც ახალი ასახსნელი თემიდან თუმცა არ შეუსწავლიათ მაგრამ ანალოგიებით უნდა მიხვდნენ და ამ სავარჯიშოს საშულებით მინდა მოვახდინო პროვოცირება, ამის შემდეგ გავაცნობ თემას და მიზანს
|
ინდივიდუ
ალური
|
მათემატიკური
ბარათები
|
5
| |
2
|
დაფასთან მუშაობა:
მაპროვოცირებულ დავალებას გავაკრავ დაფაზე , რომელზეც არის დახატული სამკუთხედები ორ მწკრივად, თითო მწკრივში 5-5 სამკუთხედი, გამოვყოფთ ხუთეულებს, შევადგენთ გამრავლების და გაყოფისგამოსახულებას და ვიპოვით მნიშვნელობას ანალოგიურად შევასრულებთ რამდენიმე სავარჯიშოს გავიმეორებთ გამრავლების კომპონენტებს „სამრავლი, მამრავლი, ნამრავლი განვიხილავთ გაყოფის კომპონენტებს და დავიმახსოვრებთ
|
კითხვა-პასუხი
|
საერთო-საკლასო
|
პლაკატები, ფერადი მაგნიტები, კუბები,
ფერადი
გეომეტრიული
ფიგურები
|
10
|
3
|
აქტივობა--სახელმძღვანელოში მუშაობა
სავარჯიშო N1 და N2 3 და 4 პლაკატისა და ფანქრების გამოყენებით--ვითვლით კუბებს და ფანქრებს,ვადგენთ ხუთეულებს
გავაგრძელებთ მუშაობას დაფასთან,ფერადი მაგნიტების და ფერდი ფანქრების საშულებით შევადგენთ ხუთეულებს და ჩავწერთ გამრავლების და გაყოფის მაგალითებს ამ აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა მოახერხონ ახალი ცოდნის კონსტრუირება და მისი შემდგომი გამოყენება
|
მსჯელობა--საუბარი
|
საერთო-
საკლასო
|
პლაკატები, ფერადი ცარცი, ფერადი ფანქრები
დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო
|
15
|
4
|
წუთშსვენება 1
|
-აქტივობა პრაქტიკული „ დავითვალოთ ღილები„ დაურიგდებათ ღილები და დავალების ბარათები,
დათვლიან ღილებს: ჩაწერენ გამრავლების და გაყოფის მაგალითებს
მიზანი: 5-ის გამოყენება ტოლ შესაკრებებად, თვლა, ხუთეულე
ლების შედგენა, შეკრება ანგარიში და გამოყენება
|
მუშაობა წყვილებში
|
10
| |||
5
|
საშინაო დავალების მიცემა
|
საერთო-
საკლასო
|
2
| ||
6
|
შეფასება-კომენტარებით-განმავითარებელი. თვითშფასება
შეფასება შუქნიშნის ბარათებით
|
ინდივიდუალური
|
ფერადი
გულები და ყვავილები
|
2
| |
მისაღწევი შედეგი და მიზნის შესაბამისობა ესგ-თან: მოსწავლე შეძლებს გამრავლება-გაყოფის მოქმედების შესრულებას, დააკავშირებს გამრავლებას გაყოფასთან,როგორც ურთიერთშბრუნებულ მოქმედებებს, მოახდენს მის დემონსტრირებას მოდელზე ან პლაკატზე.
შეფასება:
შეფასების რუბრიკა
შეფასების
კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
ახალი მასალის
გაგაება,გააზრება
დამახსოვრება
|
მასალას
წარმატებით გაართვა თავი
|
საჭიროებს დამატებით დამოუკიდებელ მუშაობას
|
უჭირს ახალი
მასალის,გაგაება,
დამახსოვრება
|
პრაქტიკული
სამუშაოს შეფასება შუქნიშნის ბარათებით
|
მწვანე
|
ყვითელი
|
წითელი
|
კარგად ითვლის საგნებს, შეუძლია
ხუთეულების
გამოყოფა და ა
ანგარიში
|
პერიოდულად
სჭირდება
დახმარება
|
უჭირს ხუთეულე
ების შედგენა, დასახელება და ანგარიში
|
ხელმოწერა
თარიღი 30.04 2018
ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია
მათემატიკა ---დაწყებითი III-კლასი
მასწავლებელი ია კეშელავა
ჩემს მიერ ჩატარებული გაკკვეთილის მიზანი იყო: 5-ზე გაყოფა, გროვების დაყოფა ტოლი რაოდენობების ჯგუფებად ტერმინების:გასაყოფი, გამყოფი და განაყოფის შესწავლა და 5-ის გაყოფის გამოყენება პრაქტიკაში.
შევარჩიე სასწავლო რესურსები და ისეთი აქტივობები რომლებიც უზრუნველყოფდნენ მოსწავლეთა მაღალ ჩართულობას საგაკვეთილო
პროცესში, აგრეთვე მეთოდები რომლებიც შეესაბამებოდა სასწავლო აქტივობებს და კლასის ორგანიზების ფორმებს.
გამოწვევის ფაზაზე გავააქტიურე მოსწავლეთა წინარე ცოდნა აქტივობით „ იპოვე შეცდომა: მოსწავლეებს დაურიგე ფერადი ბარათები. ბარათებში იყო მოცემული გამოსახულებები არა სწორი
პასუხებით და მაპროვოცირებელი დავალებაც, მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი ამ დავალებას და შექებაც დაიმსახურეს. ამ აქტივობით შევძელი მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში
სიღრმისეული წვდომის ფაზაზე ვიმუშავეთ დაფაზე, გამოვიყენე ჩემს მიერ მომზადებული პლაკატები, ფერადი მაგნიტების გროვები, გროვები დავშალეთ ხუთეულებად, შევადგინეთ როგორც შეკრება- გამოკლების ასევე გამრავლება-გაყოფის მაგალითები, ვიმუშავეთ სახელმძღვანელოში მოცემული სავარჯიშოების შესრულებაზე- ამ აქტივობებით შევძელი ახალი მასალის ახსნა და ცოდნის კონსტრუირება
შევისვენეთ 1 წუთი
ფაზა-რეფლექსია: ახალი მასალის განმტკიცების მიზნით შევასრულეთ
პრაქტიკული სამუშაო „დავითვალოთ ღილები“, მუშაობა მიმდინარეობდა წყვილებში, მოსწავლეებს დავურიგე განსაზღრული რაოდენობის ღილები და დავალების ბარათები, ბარათებში მითითებული იყო მხოლოდ გამყოფი-5, უნდა ეპოვათ გასაყოფი და განაყოფი მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი ამ დავალებას
მოსწავლეთა შეფასებისას გამოვიყენე შეფასების რუბრიკა და შეფასება შუქნიშანი, თვითშეფასება, შეფასება რა თქმა პოზიტიური განმავითარებელი კომენტარებით.
დრო განაწილებული მქონდა მიზნობრივად და სრულიად გამოვიყენე გეგმაში გათვალისწინებული აქტივობები, და რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს ადგილი არ ჰქონია, ყოველი აქტივობისათვის განსაზღვრული დრო საკმარისი აღმოჩნდა.ამავე გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევდი ჩემს ემოციურობას, რადგან ცოტა ვჩქარობ პასუხების მოლოდინში.
მოსწავლეებს მივეცი საშინაო დავალება, რომელის ხელს შეუწყობს თემის უფრო ღრმად და საფუძვლიანად გაგებას, განუვითარებს მათ სააზროვნო, ასევე პასუხისმგებლობისა და ინდივიდუალური მუშაობის უნარ-ჩვევებს.
საბოლოო ჯამში მიზანს მივაღწიე და შედეგით კმაყოფილი დავრჩი. ამ გაკვეთილით საძირკველი ჩავუყარე 5-ზე გაყოფას და მის წარმატებით გამოყენებას ყოველღიურ ცხოვრებაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий