ისევ მიყვარხარ ,წამებაა ფაქიზი სულის.
ვერ დაგთმე განა, სიყვარული მხოლოდ ღელვაა
თვით ცხოვრებაა, საუკუნო გაელვებაა.
ჩემსკენ მოდიხარ, ნუღარ გოდებ გულო სნეულო,
არა, სხვა ჭირად სიყვარულად გადაქცეულო,
მიახლოვდები და თვალები დღესასწაულობს
ასე რად მიმზერ რად გაოცდი თვით სასწაულო
ნუთუ კვლავ შენთვის ზეიმია ჩემი დანახვა,
თუკი ასეა, აბა დღემდე, მითხარ სადა ხარ?
რატომ დაღალე მომლოდინე ჩემი თვალები,
თუ სალოცავად გაიხადე შენაბრალები.
არა, სიბრალულს სიყვარულთან არ აქვს ადგილი
თუ გებრალება, დავიწყებაც არის ადვილი.
მართლა ასეა? მაშინ წადი, სხვა გზით იარე
წყეულო, ნუღარ განმიახლებ გულის იარებს.
მაგრამ მიმზერენ სიყვარულით სავსე თვალები,
მიხმობენ შენსკენ მოლოდინით განაწამები,
ბრწყინვალე ცრემლით უმძიმდება თვალთ წამწამები
და საუკუნედ მეორდება მოკლე წამები
ისევ მიყვარხარ, ძახილია ზეიმი გულის,
ისევ მიყვარხარ, თავისკენ მიხმობს ფაქიზი სული,
ისევ მიყვარხარ, ნეტარება ვიპოვე სრული,
ისევ მიყვარხარ, მოგონებას მიაქვს წარსული
ფიქრია ბეღელაძე
მე ხომ ამქვეყნად ლექსის გზით მიველ
და დღემდეც ლექსის ტრფობით მოვედი.
შევევედრები კვლავ სვეტიცხოველს,
მომცეს გრძნობა და ნიჭი პოეტის.
ბევრს არას ვითხოვ, ვიხილო ცაზე.
ღრუბლის მარმაში და მზის თილისმა.
იტიროს მარტმა თოვლად და წვიმად
და მზე დაადნოს ცაზე ივლისმა.
თოვოს მაისმა ვარდები უხვად,
როგორც ბულბულმა მე მათ უმღერო.
იქნებ ვერ შევძლო?-და ამას ვწუხვარ,
რომ არ ვარ ლერწმის პატარა ღერო.
და თუ გავბაწრე ქარიშხალები,
მაშ, სხვა როგორღა ვინატრო მეტი,
მაქვს გრძნობა, ხილვა მგოსნის თვალების
ვინა ვარ?- ერთი მწირი პოეტი.
დე, დავრჩე თუნდაც მეხოტბედ ლექსის,
ლაღი რითმების მორჩილად, მონად,
ოღონდ ვსუნთქავდე ჩემს მიწის ფესვით,
უხვ ნაკადულებს ვრთავდე სტრიქონად
ფიქრია ბეღელაძე გაზაფხული
მორაკრაკებს წმინდა წყარო,
მოჩუხჩუხებს ნაკადული,
ყვავილებო, გაიღვიძეთ
მობრძანდება გაზაფხული
ჩქარა, ჩქარა დაააფარეთ
მიწას მოქარგული ფარჩა,
ცხრათვალა მზე გიხმობთ, გეძებთ
თქვენს სავალზე თვალი დარჩა.
მალე ფოთლად გაიშლება
ხეზე კვირტი გაბუტული,
აცეკვდება ცელქი სიო,
მობრძანდაო გაზაფხული.
ყელზე მომხვდეს უჩინარი,
ვიგრძნობ დედის სათნო ხელებს,
გულს ჩამიკრავს, მომატარებს
ჩემი ქვეყნის მთებს და ველებს
ლამის ხელში ამიყვანოს,
ჩამოვირბენთ ისე უბნებს,
მზის სხივებით პირს დავიბანთ
და მთვარესთან ვისაუბრებთ
ფიქრია ბეღელაძე
ჩვენ მაშინ შევხვდით
იცრემლებოდნენ ღრუბლის ქულები,
დაკარგულ სატრფოს სტიროდნენ თითქოს,
ჩვენ მაშინ შევხვდით როდესაც წვიმდა
და მე გამსგავსე მღელვარე სტრიქონს.
გულის უხილავ სიმს აათრთოლებს
სევდა ხილული მაგ შენს თვალებში,
მე მაშინ ვნახე თითქოს ზღვის ღელვა
და შვება ვპოვე მღვრიე ტალღებში
მე შენს ხატებას ნისლიანს ვხედავ,
ეს ზღაპარია, ანდა მითია,
ვცდილობ გავერკვე შენა ხარ ნეტავ
მე რომ ვეძებ და ვერ დამითმია?
ცაზე კვლავ დნება ღრუბელთა ქულა
შენს ხმაში ვისმენ ღელვას ფიქრიანს,
არ მინდა, მაგრამ მაინც ვშორდებიტ,
წვიმის წვეთებიც შენ მოგტირიან.
მიდიხარ... ქრები ნისლებთან ერტად
და გულის ღელვა ცრემლად იღვრება,
მე ვიცი, მჯერა, კვლავ რომ შევხვდებით
მაშინ მზიანი დარი იქნება
ცხადიც სიზმარი მეგონა
ღამემ მშფოთარემ მიამბო,
სიზმარი თვალებფოფინა.
სიბნელემ როგორ მიაგნო,
რაც სასწაული ყოფილა!
როგორ მაქცია ვარსკვლავად,
მაჩუქა მთვარის სხივები
ხან ვკრიფე ზეცის ყვავილი,
ხან მთვარის სახლში შევედი.
მიწაზე მოველ გავწიე,
ხარივით მძიმე ჭაპანი.
ცხადში ძლივს გამოვაღწიე,
რადგან ჩამიქრა ლამპარი.
დამქანცა ღამემ მშფოთარემ,
სიზმარმა----თვალებფოფინამ.
ცხადად მღიმარი ვარსკვლავიც,
თურმე, სიზმარი ყოფილა.
ფიქრია ბეღელაძე
ყველგან და არსად
ვმოგზაურობდი ყველგან და არსად
ზღვაზე, ზეცაში მთაში და ბარში,
ხან მორიალე ლანდების მსგავსად
ვეხეტებოდი უმიზნოდ ქარში.
ზოგჯერ ვიდექი გარინდებული
და შევყურებდი ღრუბელს მთვლემალეს,
ცის სილურჯეზე შეყვარებული,
ლურჯად ვხედავდი მთელ არემარეს.
ვმოგზაურობდი ყველგან და არსად,
მსურდა მომევლო სამყარო მთელი
ვეხეტებოდი კოლუმბის მსგავსად
და ეს გზა იყო არაფრის მთქმელი
ყველგან თან მდევდა მეგზურად წიგნი
და მაინ რიდის „ბელადის“ მსგავსად
მათ მეომრებად ვიხვევდი ირგვლივ,
ვიბრძოდით ერთად ყველგან და არსად.
ლექსი უთქმელი
ამეკვიატა ლექსი უთქმელი,
ასე ფეხდაფეხ კვალდაკვალ მსდია.
თავს მევლებოდა ნირშეუცვლელი,
დამფოფინებდა ვით ჩვილს გადია.
მას შემდეგ დავალთ განუყოფელად
და ვახევთ ზეცას ღრუბლის არშიას,
ხან ვდგავართ მიწის ერთგულ მცველებად,
როს გაზაფხულის ფერთა მარშია.
აღარ მომწყინდა მზერა აპრილის,
ვით ცისარტყელას ფერთა თამაში,
თან სურნელება მინდვრის ყვავილის,
ადევნებული ფიქრის მარმაში.
ვერ დავაატყვევე ლექსი უთქმელი,
თუმც მან თვითონვე ფეხდაფეხ მსდია
ახლა კი მე ვარ მასზე მზრუნველი,
დავყვები ყველგან, ვით ბავშვს გადია.
ფიქრი ვარ ნუღარ დაფიქრდები, ნუ ამიტირდები,
ნუღარ განმიახლებ იარას,
მარტოკა ფიქრი ვარ, ვერას დაგპირდები,
ფიქრი ვარ, იმედი კი არა.
სუნთქვაც ვარ ფერადი გაზაფხულის,
ზღაპრებში ფერიად წასული,
მთესველი სიკეთის, სიყვარულის,
ცრემლის და მოლოდინის ასული.
შენც ცრემლით ნუ მატყვევებ, ნუ ამიტირდები,
ნუღარ განმიახლებ იარას,
ცრემლსა და მოლოდინს მე ვერ დაგპირდები,
ფიქრი ვარ, იმედი კი არა!
ფიქრია ბეღელაძე
ისევ გნატრობ
ისევ გნატრობ, სულში როგორ აცივდა,
გულში ფიქრის სუსხიანი თოვლია.
იქნებ გულიც ფიქრის დარად გაცივდა,
ზღვის მიჯნურად მაინც რჩება თოლია.
გაითოშა ისევ ჩემი სარკმელი,
სულში მწველი ხანძარი და ნისლია.
ისევ გნატრობ...ვერ დავმალე სათქმელი,
ეულ ფიქრის, „მუზის“ პარაკლისია!.....
ფიქრია ბეღელაძე
რატომ მიმატოვე
მე შენთვის დავკრიფე თეთრი გვირილები
და ცელქ დილის ნიავს სუნთქვა ჩავაბარე,
შენთვის დაწერილი ვრცელი წერილებით
ისევ მენატრები, ჩუმად დავაბარე.
იქნებ არ მოვიდა, უგზოდ დაიკარგა,
ჩემგან თქმული სიტყვა მან სხვას დააბარა,
ის კეკლუცი სიოც ხევში ჩაიკარგა
ჩვენ კი მიგვატოვა სევდის ანაბარა.
ჩემგან დაკრეფილ იმ თეთრ გვირილებსაც
ლოდინად დააჭკნობს ჩემი სიმარტოვე,
მერე ყალბ ღიმილით უხმოდ გაგვეცლება,
ფიქრიც, უსაშველო, მარტო მიგვატოვებს.
და ასევ დაღლილი ფიქრი მარტოსული
თეთრ თოვლად დაგვათოვს, გულებს გაგვიყინავს.
კვლავ გაგვახსენდება ის შორი წარსული
სახელებს რომ ვაწერდით ყინვით დამზრალ მინას.
ხელში ჩამაკვდება თეთრი გვირილები,
სულში გახელებით იყეფს სიმარტოვე,
ჩვენ კი, ცხოვრებისგან უღვთოდ დაღლილები,
ფიქრით ვსაყვედურობთ : რატომ მიმატოვე...
ისევ მოგწერ
ისევ მოგწერ...უსაშველო ტკივილად,
სულში ყვავის ეკლიანი ვარდები.
ისევ მოგწერ....თორემ მუზის კივილად,
გაგიჟებით მე ერთს შემიყვარდები.
აყვავდება სულში თეთრი შროშანი,
საპატარძლოს მორთულს როგორ მიაგავს,
დარდით კვდება სევდიანი მგოსანი,
წაუღია ვერაგ ფიქრთა ნიაღვარს.
საით მიაქვს, როგორ ევნო, ეწამა
ბრაზიანად ქუხს ცხოვრება მდინარე.
თუ სიცოცხლემ გაირბინა ერთ წამად,
გაღვიძებას ვერ მოასწრებს მძინარე.
ამად მოგწერ.... უსაშველოდ ტკივილად,
მწველ ფიქრებში თავს ამაოდ ვიკარგავ.....
ჩემს სიყვარულს, მოსულს მუზის კივილად,
ვარსკვლავებით ცაზე ამოგიქარგავ
ფიქრია ბეღელაძე
ცხინვალის
ყორნებიც ტიროდნენ ვაჟკაცთა გვამებთან,
თითქოს ამ ცრემლებით დაიბნა ავსული.
დიდი და პატარა ლოცვად დგას ხატებთან,
რადგან განმეორდა შავ-ბნელი წარსული.
ვეღარ მოისვენეს ცოდვილმა სულებმა,
მშვიდობის პირისპირ აღმართეს მახვილი.
სიცოცხლის ტრფიალით ავსილმა გულებმა,
მიწას დაუტოვეს სისხლი და სამხილი.
ანთილი სანთლებად დიადი ტაძრები,
უფლის სიდიადის რწმენით ავსებულა,
ზეცამდე აღწევენ იმედის ზარები
თვით უფლის ცრემლებით თასი ავსებულა.
ყორნებიც ტიროდნენ ვაჟკაცთა გვამებთან,
დღეს ლოცვით ჩვენ იქნებ განვდევნოთ ავსული.
ხსნის ყველა გზა მაინც მიგვიყვანს ტაძრებთან,
ღმერთმა არ ინებოს, დაბრუნდეს წარსული.
ფიქრია ბეღელაძე
სულის სამრეკლო სულის სამრეკლოს რეკავენ ზარებს,
რა დიადია ეს წამი ახლა,
დღეს გააღებენ ამ ტაძრის კარებს,
წირვა-ლოცვაში ვინ იცის დაღლა?!
სუნთქავს სოფელი ახალი სისხლით
მის მაჯისცემას ითვლის ყოველი.
სევდის კაეშანს აქვს წონა მისხლის,
რადგან უწმინდეს წამებს მოველი.
წმინდა გიორგის მადლით ნათელი
კედლების მიღმა დარდს მალავს ულევს.
ლოცვად დამდგარი იწვის სანთელი
სიო უფანტავს საკმევლის სურნელს.
წმინდა გიორგის გფარავდეთ მადლი,
ამ სოფელს უფლის დიდი წყალობა,
ღვთისმშობლის ლოცვით, რწმენით და ძალით
მუდამ ისმოდეს ტკბილი გალობა!
ფიქრია ბეღელაძე
მენატრება თითქოს მდუმარენი მთები შევერცხლილან
დღეები ანთებულან კელაპტრებად.
მერცხლები,მაკრატელა მერცხლები გაფრენილან
დღეს მისი ჭიკჭიკი მენატრება
ჩუმად ჩურჩულებენ, კვნესიან დღეები
ოქტომბრის ნიავი ხეს მძლავრად შეარხევს,
მრისხანე ქარიშხალსაც ამაყად შეებით
იგი ხომ დაუნდობლად გაძარცვავს ყველა ხეს.
ნაძარცვი ფოთლებით, მღელვარე წამებით
წავა შემოდგომა,მზეს ოქროდ დაადნობს
მიწის საიდუმლოს წაიღებს ნიავი
წაიღებს და ზეცის სილურჯეს გაანდობს.
მერე დაბრუნდება ისევ უფლის ნებით
და დღეებს კვლავ აანთებს კელაპტრებად,
ისევ შორეული მოვა შემოდგომა
მე რომ ოქტომბერშიც მენატრება
ფიქრია ბეღელაძე
წუთი მენანება
ყველა სალოცავი მოვიარე,
და ყველა ხატის წინ ვითხოვე შებრალება,
მინდა დავიფერფლო აქვე შენს წინაშე,
მაგრამ ბედნიერი წუთი მენანება.
შორით გახიზნულა მთვარე, ვარსკვლავები,
ასე ჩუმი ღამე იცი, რამდენია?
და მე შენ გიწამე ღამის მანათობლად,
ჩემი მნათობები შენი თვალებია.
ყველა სალოცავი მარტომ მოვიარე,
ყველა ხატის წინ ვითხოვე შებრალება,
მინდა დავიფერფლო აქვე, შენს წინაშე,
მაგრამ, ბედნიერი წუთი მენანება
ფიქრია ბეღელაძე
ვუძღვნი ჩემს მეუღლეს
ანდა
ტყემლის ყვავილ-აპრილად
მე რომ ასე ძლიერ არ მიყვარდე,
ვერ მოვერევით ადვილად
სული რომ გავცვალეთ გაგახსენდა?
-პეპლებს რომ ვიჭერდით მდელოზე
თავზე შეუმჩნევლად დაგვათენდა
მერე დაისამდე გელოდე.
ისევ იასამნად ამიყვავდი,
ახლაც, შეუმჩნევლად დაგვათენდა
პეპლებს რომ ვიჭერდით მდელოზე
და
სული
რომ გავცვალეთ გაგასსენდა????...
ფიქრია ბეღელაძე
მდუმარედ ვერ ჩავუვლი,
მხიბლავს ჩემი საქართველო
საფიცარი მამული.
მხიბლავს მისი სილამაზე
მზე - სამყაროს მზვერავი,
თავაწყვეტით მიმქროლავი
ტატოს ლურჯი მერანი.
დილის ნამი გაფანტული,
ვერხვის მწვანე ფოთოლი,
სილურჯეში დაკარგული
მგოსნის „სული ობოლი“.
მის სიყვარულს გეფიცებით,
ვერვის დავესესხები,
ძლიერ მკერდში ჩავეკვრებით
მე და ჩემი ლექსები.
მოარული ლეგენდებით
მონავარდე ფერებით,
ვით საყვარელ დედას შვილი
ლექსით მოვეფერები.
დედამიწას მოსალტვია
მისი მძლავრი ფესვები,
მასზე ლოცვით არ ვიღლებით
მე და ჩემი ლექსები
ფიქრია ბეღელაძე
ყვავილებო, გაიღვიძეთ
მობრძანდება გაზაფხული
ჩქარა, ჩქარა დაააფარეთ
მიწას მოქარგული ფარჩა,
ცხრათვალა მზე გიხმობთ, გეძებთ
თქვენს სავალზე თვალი დარჩა.
მალე ფოთლად გაიშლება
ხეზე კვირტი გაბუტული,
აცეკვდება ცელქი სიო,
მობრძანდაო გაზაფხული.
ყელზე მომხვდეს უჩინარი,
ვიგრძნობ დედის სათნო ხელებს,
გულს ჩამიკრავს, მომატარებს
ჩემი ქვეყნის მთებს და ველებს
ლამის ხელში ამიყვანოს,
ჩამოვირბენთ ისე უბნებს,
მზის სხივებით პირს დავიბანთ
და მთვარესთან ვისაუბრებთ
ფიქრია ბეღელაძე
სადაც გუშინ თვითონ მთხოვე მოსვლა,
ნახვის იმედს შეჰპარვია ნისლი,
ცრემლი მახჩობს, ნუთუ აღარ მოხვალ....
წვიმის წვეთმა შემომცინა თითქოს,
შემდეგ მიწას დაეწვეთა კრძალვით,
იქნებ მოსვლა ვერ შეძელი თვითონ,
შენს მაგივრად წვიმის წვეთებს გზავნი.
საღამო ხანს წვიმამ გადაიღო,
გზაზე თითქოს აჩრდილები მოჩანს,
წვიმაა და ცრემლებს გზავნი ჩემთან,
მზე არის და ვერ შეძელი მოსვლა?!..
ფიქრია ფიქრია
თუმც ვიცი წარსული აღარ დაბრუნდება,
რად არ მასვენებენ ფიქრები ავი.
ლამაზი საღამოა ზეცით მოვლენილო,
მიწიერ ცხოვრებასთან შენ რა გესაქმება,
ცოდვილთ სამყოფელში სიზმრად მოფრენილო,
უშენოდ დაკარგული წუთიც მენანება.
ფიქრებს გავაყოლებ ჩვეულ ბილიკებზე,
უკან დაბრუნებამ სევდა მომაფინა,
აღარ გავიხსენებ ამბებს ტირიფებზე,
თუ ამ სტრიქონებმა ეს ხმა მოგაწვდინა
ფიქრია ბეღელაძე
შორს რომ იკარგება ქვებში,
დილის იდილიას გავხარ
კაცს რომ ერთი ნახვით შეშლის
ნეტავ . რატომ გავჩნდი სულაც,
სხვის და თვისი გულის მტერი
ჩემი ოცნებები სწუხან
გულში ჩაესილათ მტვერი.
შენ ხმას ვერ ვისმენ, ვერა,
ვერც შენს ლამაზ თვალებს ვნახავ,
ალბათ ნახანძრალი სულით
მარტოს დამტოვებ და წახვალ.
ფიქრია ბეღელაძე
ცოტა მაინც არ გაგაკრას,
უნდა დახუჭო მართალზეც თვალი----
ასეთია და რა ქმას?
გწამდეთ. შგეძლოს ის სხვის გულშიაც
მოსპობს სიმართლის მარცვალს,
მას არ სწამს ღმერთის , თავისი მიაქვს---
ურწმუნოს ფიცის არ მწამს.
შეეძლოს გაქცევს გამხმარ ყვავილად.
მეტი შურით თუ გესლით,
ნუ დაიჯერებთ, ასე ადვილად
მისგან მხოლოდ რაც გესმით.
უფრო მეტად კი მიენდეთ თვალებს,
ის არის სარკე სულის,
გესლს დაანთხევს და წამსვე მას დალევს,
არ წამს სიმშვიდე სრული.
ვერაფრით გაძლებს ბოროტის ბრჭყალი
ვინმეს მაინც არ გაჰკრას,
საცოდავია და შეიბრალეთ
ბოროტია და რა ქნას.
ფიქრია.....ფიქრია
და სამუდამოდ მოვედი შენთან
მოვედი, განა როგორც სტუმარი.
გლოცავ, გეხვევი და გეკვრი გულში,
შენ ხარ ჩემი ოვნების დედა.
დაისადგურებს მარადი გულში,
ჩემი ფიქრები შენს მხრებზე სხედან.
მეძახდი განა, მოვედი შენთან,
გაფანტე ნისლი, ჩამოდგეს დარი
დღეს ჩემი გულის შენა ხარ ფეთქვა
და ფიქრთა ჩემთა ნავთსაყუდარი.
ვერ შეგელევი ლექსად წვიმს სულში,
ჩამძახეს თითქოს ხეთა რტოებმა
და როგორ მშობელს გეკვრები გულში,
შენ -სიყვარულის უსაზღვროებას.
ასე, წიგნივით მეშლები თვალწინ
და შენს უსაზღვრო სივრცეს გავცქერი.
დღეს ტრფობა შენი რითმებად მაწვიმს,
ხმაურობს ლექსში როგორც ჩანჩქერი.
ჩვენი ფიქრები დღეს ერთურთს ერთვის,
სიცოცხლე შენში საამურია.
ჩემთვის სულ სხვა ხარ ,
სულ სხვა ხარ ჩემთვის,
დღეს მშობლიური შენ ხარ გ უ რ ი ა
ფიქრია ბეღელაძე
მე, ჩაუქრობელი ლამპარით
შენს გზას ვდარაჯობდი - ფანჯრიდან
ოცნების მზე-ზღვისფერთვალება,
სულში რომ სინათლეს მიღვრიდა
იცოდე რომ თვალის შევლებაც
მაშინ, მთელ ქვეყანას მიღირდა!
დღეს კი გაყინულა სამყარო
თითქოს ბნელმა შთანთქა ნათელი
იქნებ დაიკარგა მთის წყაროც,
ნეტავ, სად ჩაგიქრა სანთელი?!
ვარ ასე, მუხლმოყრილი
და ლოცვად ქცეული
შენს ბილ;იკს ვუდარაჯებ ისევე-ფანჯრიდან ,
და მინდა იცოდე რომ ძლიერ განვიცდი,
და რომ მეოცნებე ,პრინცს გელი-ზღაპრიდან
ფიქრია ბეღელაძე მე, შენ და ლექსი, სიტყვა და რწმენა,
მზის სხივი, წვიმა---ქვითინი ზეცის
კვალს ვტოვებთ ყველა ჩვენ მეტ-ნაკლებად.
ჩვენ ვართ შუქურა ბნელ უკუნეთის.
მე, შენ და ლექსი, ვართ განუყრელნი
თანაგვდევს განცდა,ხვალის იმედი.
მზის სხივს ვინც ხვდება, ჩვენ ვართ პირველნი,
მე,შენ და ლექსი და არავინ მეტი.
მე მესმის რაზე ჩურჩულებს სიო,
მესმის ნაქროლი ქარის სიმღერა
და მაინც მინდა შეგეხმიანო,
თუნდაც გადვიქცე მე ლერწმის ღერად.
შენ, სალამურის საამო ჰანგით,
მიამბობ ხვალის გასასვლელ გზებზე
და სიყვარულის ტკბილ-მწარე ბანგით,
შევძლებთ ვიპოვოთ ის, რასაც ვეძებთ.
ოღონდაც ლექსი-----მეკვლე ერთგული,
გვკარნახობს, რაც რომ უკეთესია.
და არაფრისთვის დაგვწყდება გული,
მოვიმკათ ის, რაც დავითესია
ფიქრია ბეღელაძე
მენატრებოდი, თვალი მქონდა ცრემლებით სავსე,
მენატრებოდი, გულმა იგრძნო თითქოს ზიანი,
მენატრებოდი შევნატრობდი განწირულ მთამსვლელს,
მენატრებოდი, ღამე იყო ჩემთვის მზიანი.
მენატრებოდი, ქარს მიჰქონდა ჩემი ცრემლები,
მენატრებოდი, ძველებურად სულში ციოდა,
მენატრებოდი, გულს დაღავდნენ ავი ფიქრები,
მენატრებოდი, მონატრების ცრემლი მცვიოდა.
მენატრებოდი, და ცხოვრების უფრო მესმოდა,
მენატრებოდი, ვშორდებოდი დღეთა აჩრდილებს,
მენატრებოდი, ასჯერ მკვდარი კვლავ ვარ ცოცხალი,
მენატრებოდი, მძევლად ვყავდი თითქოს "ტაიგებს'.
მენატრებოდი, არ შემეძლო სადმე მენახე,
მენატრებოდი, მეშინოდა ცრემლის და წვიმის,
მენატრებოდი, ვიგონებდი მუდამ შენს სახეს,
მენატრებოდი, და ამ ცეცხლით ჯერ კიდევ ვიწვი.
მენატრებოდი, მონატრებას ვეღარ ვუძლებდი,
მენატრები და სულს მიხუთავს ეს მონატრება.
მენატრები ვიცი, მჯერა ისე ძალიან,
სიკვდილის წინაც შენი სახე მომელანდება.
ფიქრია ბეღელაძე
ვიღაც შეგიყვარდება
ჩემი ცის კაბადონი ნისლით დაიფარება,
ჩემი ბედის ვარსკვლავი ბნელში ჩაიკარგება,
გული შენზე ფიქრებით ძველებურად გათბება,
სული ფიფქად ქცეული ბაგეზე დაგადნება
ჩემი ხსოვნა გულიდან იმ ფიფქივით გაქრება,
ვიღაცას გაუღიმებ, ვიღაც შეგიყვარდება,
ჩემი ლანდი სნეული უფრო დაიტანჯება,
გული ხანძრად ქცული ჩუმად დაიდაგება.
აღარ გაგახსენდები, სევდაც გაგიქარდება,
დაივიწყებ ყველაფერს, რაღაც გაგიხარდება,
ბედი ქვიან ბილიკებს აგიყვავებს ვარდებად,
ვიღაც შეგებრალება, ვიღაც შეგიყვარდება.
ფიქრია ბეღელაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий