„ გამზრდელი“
( ნაფიქრალი აკაკი წერეთლის პოემის
დასასრულზე)
საფარს
თვალნი დაუბნელდა,
ჩაიკეცა
მომაკვდავთან,
დამნაშავის დასასჯელად
იქ, სიკვდილი იდგა კართან.
ბოლოს, როცა გონს მოეგო,
ირგვლივ კვამლი გაიფანტა,
ადგა გრძნობადაშრეტილი
და სიკვდილის ჰქონდა ნატვრა.
მიდის, ღვარად მოსდის ცრემლი,
და ფეხები უკან რჩება
მაგრამ იცის, რომ სირცხვილით,
ხალხთან ვეღარ გამოჩნდება.
ჩქარა უნდა
გაეცალოს
მისთვის ძვირფას არემარეს,
დაეთხოვოს
სიყვარულსაც,
გადიკარგოს უცხო მხარეს,
ის ეშმაკი, თუ სატანა,
რად ჩაუძვრა ნეტავ სულში?
მტრობა უნდა ჩაენერგა
ძიძიშვილის სიყვარულში?
ღირდა მისთვის
ძვიფას გამზრდელს
თავი ასე გაეწირა?
სჯობდა გული
გაჰყინვოდა.
მომკვდარიყო
სადმე მწირად.
მოსთქვამს თავის უბედობას,
იგლოვს მისთვის მოკლულ გამზრდელა,
თითქოს ღამე, მკაცრი, ბნელი,
მწუხრით უათკეცებს სასჯელს.
ცოდვილს
თან სდევს ღმერთის რისხვა,
დნება ცრემლად,
როგორც ცვილი.
როგორ
უნდა აიშოროს
აწ ეს ტანჯვა
და სირცხილი?!
მიდის, უკან მიჰყეფს ქარი,
უშენს წვიმა სეტყვის დარად,
გზას უღობავს
მღვრიე წყალი,
მივარდნილი ნიაღვარად.
ხან დაცემულს
შავი ნისლი
თითქოს საბნად
ეფარება,
ძმის და ღმერთის მოღალატეს
სიკვდილიც
არ ეკარება.
გზას აგრძელებს კვლავ წვალებით,
მიდის, მისდევს აღმართს, წრიაპს,
და დაღლილი, სუსტი
მხრებით
მძიმე ცოდვა ტვირთად მიაქვს.
ძლივს გალია ის აღმართი
და დაჰკარგა
გრძნობა წამსვე,
იქვე მდგარი
მონასტერი
ღვთისმსახურით
იყო სავსე.
თენდებოდა დღე ახალი
ავდარს ისევ სჯობდა დარი
და როდესაც ერთმა ბერმა
გამოაღო საკნის კარი
დაინახა, ეგდო
ვიღაც
დაუძახა, ვერ
ასმინა,
აიყვანა გულწასული,
ცეცხლის პირას დააწვინა.
და როდესაც ცელქი სიო
ველზე კრთოდა და ანცობდა,
საფარ მოძღვარს მოკრძალებით
თავის სირცხვილს უამბობდა.
ამბობდა რომ
სიკვდილი სწადს,
მისთვის ავდარია
დარი,
რომ მისთვის
მზე აღარ მზეობს,
რომ ცოცხლადვე
არის მკვდარი.
მოძღვარი კი ეუბნება:
„დამშვიდდი და მომისმინე:
ღმერთი ცოდვას მოგიტევებს,
რადგან გრზნობ მის
სიმძიმეს.
მაგრამ უნდა განიწმინდო,
თვითმკვლელობა
არ გაბედო,
შენი სული ეშმაკების
საჯიჯგნად არ
გაიმეტო.
შენ ისედაც განწირულმა
ღმერთი აღარ გააჯავრო,
ლოცვით უნდა განიწმინდო
და წარუდგე ღვთის
სამჯავროს.
მერე როცა ნისლის
ფარდა
მთისკენ მძიმედ
აიკეცა,
საფარ მოძღვრს
მინდობილი
იქვე ბერად აღიკვეცა.
ფიქრია ბეღელაძე
2003 წელი
ძალიან მომეწონა <3
ОтветитьУдалитьმადლობა
Удалить