понедельник, 11 июня 2018 г.

მინდა გახსოვდეთ (ჩემს მასწავლებლებს)


              მინდა გახსოვდეთ
                        (ჩემს მასწავლებლებს)
იქნებ ვერ გითხრათ, ის რისი თქმაც ასე მწყურია,
თქვენ ხომ ტაატით ეს სამყარო შემოგვატარეთ,
ო....  ნუმც ყოფილა, ვინაც თქვენი უმადურია,
თქვენ ხომ სიკეთე გვაგრძნობინეთ, ფრენა გვასწავლეთ.
             თქვენ ხომ ყველა დღე ჩვენზე ფიქრით დაგღამებიათ
            და ბევრი ღამეც ალბათ ფიქრში გაგითევიათ,
            ვიცი,  რომ ზოგჯერ სიხარულის ცრემლიც გდენიათ,
           ასეთი დღე კი თვითონ იცით რაოდენია.
თუმც, ზოგჯერ ალბათ უნებლიედ გაგანაწყენეთ,
ბავშურ სიცელქის თუ უზნეო ჩვევათა გამო,
გთხოვთ დაივიწყეთ, გევედრებით და გვაპატიეთ,
თქვენს ხსოვნაში კი დატოვეთ მხოლოდ საამო.
          რადგან დღეები უსასრულოდ იფერფლებიან,                                   
             ცოტაც და ალბათ განშორების დარეკავს ზარი.
             რომ თქვენს ხსოვნაში ყველაფერი ლამაზად დარჩეს,
             დე, ჩვენს სიყვარულს ვერ  აქრობდას დრო-ჟამის ქარი.
მე თქვენ მიყვარხართ, მახსოვართ და არც დაგივიწყებთ,
ისევ მოვისმენ თქვენს ხმას ასე კეთილფიქრიანს,
რომც გაგაჯავროთ ფიქრი მაინც ჩვენით დაიწყეთ
და არასდროს დაგავიწყდეთ თქვენი ფიქრია.
                                                                        ფიქრია ბეღელაძე

Комментариев нет:

Отправить комментарий