პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში


პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
                                                                                                                                         წიფნარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი                             ია კეშელავა

წაკითხული ტექსტის გააზრება-გაგების უნარების განვითარება IV  - კლასში  კითხვა -წერის  თანამედროვე ეფექტური მეთოდების გამოყენებით

















                     სარჩევი
შესავალი--------------------------------------------------------------------------2
საკვლევი საკითხის/ პრობლემის აქტუალობა   ____________                    4
საკვლევი კითხვების ფორმულირება--------------------------------------    4
კვლევის მიზანი                          -----------------------------------------------  5
ლიტერატურის მიმოხილვა--------------------------------------------------  5
კვლევის სამიზნე და ვადები--------------------------------------------------7
კვლევის განხორციელების გეგმა ---------------------------------------------8
კვლევის მეთოდების განხილვა------------------------------------------------9
კვლევის მიგნებები--------------------------------------------------------------11
ინტერვენციები, შედეგები და ანალიზი  ----------------------------------    11
რეკომენდაციები--    ------------------------------------------------------------16
დასკვნა-------------------------------------------------------------------------17
გამოყენებული ლიტერატურა------------------------------------------------18
რეფლექსია კვლევის გაზიარების შესახებ    -------------------------------  18




                                 შესავალი
      წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს დაწყებითი კლასის მასწავლებლის ია  კეშელავას მიერ განხორციელებული  პედეგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშს თემაზე: წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარების განვითარება IV -კლასში _ კითხვა-წერის თანამედროვე ეფექტური მეთოდების გამოყენებით.
 ტექსტში საუბარია ტექსტის გაგება-გააზრების დეფიციტზე,რაც უარყოფითად ისახება სწავლის ხარისხზე, მოსწავლეთა ინდივიდუალურ განვითარებაზე, მოტივაციაზე და აღნიშნულიდან გამომდინარე  პრობლემების გამომწვევი მიზეზების დადგენაზე, მათი გადაჭრის გზების ძიებაზე, შესაბამის ინტერვენციების დაგეგმვაზე და განხორციელებაზე.მოგეხსენებათ, მოზარდისათვის სამყაროს შეცნობის ძირითადი საშუალება სწავლაა, სწავლის საფუძველი კი - კითხვის უნარია, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია სასკოლო განათლების დაწყებითი საფეხურიდან ვიზრუნოთ მოსწავლეთა წიგნიერების ხელშეწყობაზე. დაწყებით კლასებში ყველაზე დიდი ყურადღება წერა-კითხვას ეთმობა. კითხვა მეტად რთული პროცესია, რომელიც მოიაზრებს არა მხოლოდ ამოკითხვას ანუ დეკოდირებას, არამედ აზრის გაგებას, მსჯელობას, დასკვენების გამოტანასა და შეფასებას. სასწავლო პროცესში  მოსწავლეებს ხშირად უწევთ სხვადასხვა სახის ტექსტების წაკითხვა დამოუკიდებლად,  სამწუხაროდ, კითხვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო,  ზოგჯერ,   შეიძლება ტექსტი მხოლოდ წაკითხული დარჩეს და მოსწავლეს გაუჭირდეს მისი გაანალიზება, გაგება-გააზრება. სწორედ, კითხვასთან დაკავშირებული პრობლემები  უშლის ხელს  მოსწავლეს  სხვადასხვა დავალების ინსტრუქციის სწორად გაგება-გააზრებაში 
       აგრეთვე  კვლევა დამეხმარება გავიზარდო პროფესიული თვალსაზრისით, გავამდოდრო ჩემი გამოცდილება და საჭიროების შემთხვევაში გავუზიარო ჩემს კოლეგებსაც, კვლევის პროცესი საინტერესოს და ნაყოფიერს გახდის  ჩემს ყოველღიურ პედეგოგიურ პრაქტიკას, კიდევ უფრო მეტ ცოდნას და გამოცდილებას შევიძენ მოსწავლეებთან , მშობლებთან, კოლეგებთან თანამშრომლობით.


                    საკითხის აქტუალობა

წიგნიერების საერთაშორისო კვლევების  შედეგებით  ქართველ მოზარდთა წიგნიერების  დონე საშუალოზე დაბალია, განსაკუთრებით კი დაწყებით საფეხურზე, წიგნიერების ერთ-ერთ გამჭოლ კომპეტენციად  ტექსტის გაგება-გააზრებას  მოიცავს და ეს საკითხი მეტად აქტუალურია:  დაწყებით საფეხურზე ხდება ამ კომპეტენციის საფუძვლების ჩაყრა
         მშობლების უმეტესი ნაწილი თვლის რომ მათ შვილს კარგად აქვს მომზადებული გაკვეთილი:  კითხულობენ კარგად, შეუძლიათ თანმიმდევრულად თხრობა, პასუხობენ ტექსტის ბოლოს მოცემულ კითხვებს, თუმცა ეს საკმარისი არ არის,  შეხვედრისას გეკითხება როგორ  ვერ გიპასუხათ  და ა.შ. უნდა აღინიშნოს რომ ეს საკმარისი არ არის,   ამავ დროულად უჭირთ ძირითადი აზრის გამოტანა, პატარა თხზულების შედგენა, ნაწარმოების იდეის განსაზღვრა, თუ რისი თქმა სურს ავტორს, რას გამოიყენებდნენ ამ  ტექსტიდან ცხოვრებაში,  აღნიშნული პრობლემა  კი გამომდინარეობს იქიდან რომ მათ არ ააქვთ კარგად განვითარებული ტექსტის გააზრებულად კითხვის უნარი.

   საკვლევი კითხვების ფორმულირება
კვლევის მთავარი კითხვა:  რა იწვევს  წაკითხული ტექსტის გაგება- გააზრების უნარების განვითარების დაქვეითებას, რა  ინტერვენციები და რეკომენდაციები ეფუძნება  ჩემს კვლევას, როგორ დამეხმარება  თანამედროვე კითხვის მეთოდები ამ უნარების განვითარებაში და კვლევის წარმატებით ჩატარებაში
 საკვლევი თემიდან გამომდინარე გამოიკვეთა შემდეგი საკვლევი საკითხები:
·                     რა გავლენას მოახდენს სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები მათ სწავლის ხარისხზე
·                                   როგორი გაკვეთილები იქნება მათთვის უფრო საინტერესო და სახალისო( ინოვაციური, ინტეგრირებული, პრობლემაზე ორიენტირებული)
·                              შესაბამება თუ არა საგაკვეთილო ტექსტები და შერჩეული  საკითხავი მასალა მათ ინტერესებს.
·       აქვთ თუ არა სურვილი წაიკითხონ კლასგარეშე საითხავი  ლიტერატურა,
·       რამდენად ეხმარებათ მშობლები საშინაო დავალებების შესრულებაში.
·                          მოსწონთ თუ არა შეფასების რუბრიკები.
·       არის თუ არა საკმარისი ის აქტივობები რომლებსაც მე ვთავაზობ ამ მიმართულებით.
·       არის თუ არა საკმარისი ის რესურსი, რომელსაც მე ვიყენებ გაკვეთილზე

     კვლევის მიზანი:
    ჩემი კვლევის მიზანია წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების დაბალი დონის  გამომწვევი მიზეზების დადგენა, პრობლემის გაანალიზება, გადაჭრის გზების ძებნა და სწავლების ხარისხის გაუნჯობესება.   მნიშვნელოვანია კვლევის ფარგლებში გაანალიზებული იქნას ფაქტორები რაც შესაძლებელია იწვევს პრობლემას:
ü გათვალისწინებულია თუ არა მოსწავლეთა შესაძლებლობები, ინტერესები და საჭიროებები.
ü ხდება თუ არა სწორი უკუ კავშირი, არის თუ არა ობიექტური შეფასება.
ü რამდენად ეხმარება მოსწავლეებს ინდივიდუალურად გაცემული რეკომენდაციები შედეგების პროგრესირებისათვის



ლიტერატურის მიმოხილვა
ქართული ენა- დაწყებითი კლასების სტანდარტის 58 -ე მუხლში ვკითხულიბთ: მშობლიური ენის სწავლება დაწყებით საფეხურზე ემსახურება აუცილებელი ენობრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას ზეპირმეტყველების, კითხვის და წერის მიმართულებით, ამავე დროს ეს პროცესი გულისხმობს იმ მინიმალური ლინგვისტური კომპეტენციების  ფორმულირებას, რომელიც ენის პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით არის აქტუალური და შეესაბამება მოსწავლის  ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და ინტერესებს.
       ტექსტების ნაირსახეობა ქმნის იმ აუცილებელ თემატურ გარემოს, რომლის გაცნობაც  მოსწავლეს შესძენს  ცხოვრებისეულ ურთიერთობისთვის საჭირო გამოცდილებას. მოსწავლეები უნდა  დაეუფლონ მხატვრული, საინფორმაციო-შემეცნებითი  ტექსტების აღქმის გაგების, გამოყენების და შექმნის, ასევე, ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების საბაზისო უნარ-ჩვევებს, სათანადო ყურადღება უნდა  მიექცეს  ასევე მოსწავლეთა მიღებული ცოდნისა და ენობრივი გამოცდილების საფუძველზე ახალი ტექსტის შექმნას და  თვითგამოხატვას.
                 მოსწავლეთა ასაკობრივი თვისებურებების გათვალიწინებით I-IV კლასების სტანდარტი მოთხოვნების შესრულებისას ძირითადი  აქცენტი უნდა გაკეთდეს მოსწავლეთა ბუნებრივი ენობრივი უნარების კორექციასა და შემდგომ განვითარებაზე, ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე, ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერითი კულტურის გამომუშავებაზე, რომ მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ პოზიტიური დამოკიდებულება კითხვისა და ზოგადად სწავლის  მიმართ. განუვითარდებათ მეტაკოგნიტური უნარები საწყის დონეზე( საკუთარი სწავლის პროცესზე დაკვირვება, დამოუკიდებლად მუშაობა, სასწავლო საქმიანობის ორგანიზება და სხვა,)
            წაკითხულის გააზრება-გაგება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ლექსიკურ მარაგზე-რაც უფრო მდიდარია მოსწავლის ლექსიკური მარაგი, მით უფრო წარმატებულია იგი,როგორც მკითხველი, ამდენად ლექსიკური მარაგის შევსება- გამდიდრებაზე ზრუნვას სწავლების საწყის ეტაპზე საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს.  ზეპირი და ბეჭდური ვერბალური ტექსტების გარდა, მუშაობა უნდა წარიმართოს ასევე მულტიმედიური ტექსტების კითხვა-გაგების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ზოგადი წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებას. პიროვნება, რომელიც ზოგად წიგნიერებასთან ერთად ინფომაციული წიგნიერებით გამოირჩევა გადაწყვეტილებებს იღებს ადეკვატური  ინფორმაციის და შესაბამისი მსჯელობის, დასკვნების საფუძველზე, ასეთი ადამიანები გამოირჩევიან პასუხისმგებლობით,როგორც საკუთარი თაცის ასევე სხვების მიმართ.
  2018 წლის აპრილის თვეში Teacher-House - მიერ გამოქვეყნდა  კითხვა -წერის თანამედროვე ეფექტური მეთოდების ამსახველი ვიდეო რგოლები დაახლოებით 70-მდე .  ძალიან მომეწონა  ყურადღებით გავეცანი ვიდეო მასალებს შევარჩიე ის ვიდეოები რომლებიც მე გამომადებოდა დაწყებით კლასებში მუშაობის დროს აგრეთვე გავეცანი მასწავლებლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემულ გზამკვლევს --კითხვის ეფექტური მეთოდები,  პაპავას  და ჭანტურიას ნაშრომს წიგნიერებაზე და ბევრი საიტერესო დეტალებიც აღმოვაჩინე ხოლო ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის  გაფორმებაში დამეხმარა ეკა ცხადაიას ვიდეო რგოლი „როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევა “

           კვლევის სამიზნე - ჩემი სადამრიგებლო  მე-4 კლასი
  ხოლო სამოქმედო ჯგუფი:  მასწავლებლები.
                                                    მშობლები
                                                   უფროსი და -ძმები
მოსწავლეთა რაოდენობა------6
კვლევის ვადები:


2018-19  წლის ოქტომბერში მომენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი,რამაც საშულება მომცა კარიერული წინსვლისთვის ჩამეტარებინა ჩემი პედაგოგიური პრაქტუკის კვლევა. კვლევა დავიწყე 2018  წლის 1 ნოემბრიდან და დავასრულე 2019 წლის 30 მაისს

კვლევის გეგმა
გამოვკვეთე საკვლევი საკითხი , მისი აქტუალობა , კვლევის მიზანი და გავეცანი ლიტერატურას  გადავწყვიტე შემედგინა  კვლევის გეგმა, თვეების მიხედვით გამეწერა შესასრულებელი სამუშაოები,რომელიც დამეხმარებოდა კვლევის წარმატებით შესრულებაში

საკვლევი პრობლემა
ნოემბერი
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
1
საკვლევი საკითხის
ფირმულირება
ü  






2
პრობლემის აქტუალურობა
ü  






3
გამიკითხვის შედეგების ანალიზი
ü  






4
საკვლევი კითხვების ფორმულირება
ü  






5
კვლევის მიზანი
ü  






6
ლირერატურის
მიმოხილვა
ü  






7
კვლევის განხორციელების გეგმა და ვადები

ü  





8
კვლევის მეთოდების
განხილვა და მიგნებები

ü  





9
1.ინტერვენცია

ü  
ü  
ü  
ü  
ü  

10
2. ინტერვენცია


ü  




11
3. ინტერვენცია



ü  



12
4. ინტერვენცია




ü  


13
5. ინტერვენცია





ü  


6 ინტერვენცია






ü  
14
ინტერვენციების ანალიზი






ü  
15
რეკომენდაციები






ü  
16
დასკვნა






ü  
17
რეფლექსია კვლევის გაზიარების შესახებ






ü  


კვლევის მეთოდების განხილვა
კვლევისთვის სანდო ინფორმაციის შეგროვების მიზნით გამოვიყენე შემდეგი მეთოდები:
·       ინტერვიუ სკოლის დირექტორთან, გამეგო როგორ ზრუნავს სკოლაში წიგნიერების ხელშეწყობისათვის  გარემოს შექმნაზე: მან აღნიშნა რომ ყოველ წელს შემოაქვს ბავშვებისათვის საინტერესო, მაღალ პოლიგრაფიული საბავშვო ლიტერატურა,სხვადასხვა  საბავშვო სახალისო ენციკლოპედიები, სკოლაში ტარდება მხატვრული კითხვის კონკურსი და სხვადასხვა ღონისძიებები                                                                                                           ინტერვიუები-- საბაზო კლასების მასწავლებლებთან      ისინი აღნიშნავენ რომ არის შემთხვევები , როცა უჭირთ მათემატიკური ამოცანის პირობის გააზრება და სხვა,  გამოკითხვა ჩავატარე ჩემს სადამრიგებლო კლასში მომუშავე პედაგოგები ერთხმად თანხმდებიან  ამ ეტაპზე  აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზია  არა სისტემატურობა, საგაკვეთილო პროცესისადმი ზერელე დამოკიდებულება                                                      შევადგინე კითხვარები მშობლებისათვის, თუ როგორ ანაწილებენ  ბავშვებისათვის სამუშაო და დასვენების დროს , კითხულობენ თუ არა კლასგარეშე ლიტერატურას, რა დროს უთმობენ კომპიუტერთან თამაშს.  კითხვარები და -ძმებისათვის, ხშირად სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე მშობლები ვერ ახერხებენ სკოლაში მოსვლას ,და ინფორმაციას უმცროსების შესახებ  გვეკითხებიან.                                       გამოკითხვამ აჩვენა რომ  არა სისტემატიურობა, სწავლის პროცესისადმი ზერელე დამოკიდებულება,   ა უფრო დამარწმუნა პრობლემის  აქუალობაში     კვლევის შედეგად  საწყის ეტაპზე       ჩანს რომ მოსწავლეთა მხოლოდ 32 პროცენტი  კითხულობს გააზრებულად ხოლო დანარჩენს უჭირს გააზრება.    
                     

ჩატარებული გამოკითხვის  და მონაცემთა ანალიზის შედეგად ჩანს  მოსწავლეთა 68% -ს არ არქვთ კარგად განვითარებული უნარები გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი         მიგნება
Ø მშობლები  სხვადასხვა მიზეზების გამო აქტიურად არ არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში
Ø მოსწავლეები ხშირად არ ასრულებენ საშინაო დავალებებს,
Ø მოსწავლეებს უჭირთ შედარებით დიდი ზომის ტესტების გაგება-გააზრება
გამოკითხვის ანალიზიდან გამოიკვეთა ,რომ თუ რა დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, თუმცა დაძლევადი,  ვფიქრობ არ გამიჭირდება. იმისათვის რომ სამუშაოს თავი კარგად გავართვა დავგეგმე შემდეგი               
                                ინტერვენციები
1,სურვილის მიხედვით შევარჩიეთ დამხმარე საკითხავი ლიტერატურა (  პირველ ეტაპზე  შედრებით მცირე ზომის) და მიუსადაგე კითხვის ეფექტური მეთოდები  (მეორე ეტაპზე შედარებით დიდი ზომის:  მაგ მაგდანას ლურჯა. ქაჯანა..და სხვები  ეს არ არის ერთჯერადი  და გრძელდება  სასწავლო წლის ბოლომდე)
2       დავგეგმე ღია გაკვეთილები მშობლებისთვის .
3       შევადგინეთ უცხო სიტყვათა ლექსიკონი 
4       მოვაწყვეთ კონკურსი „წერილები დედას“.
5  კარიერული წინსვლისათვის დავგეგმე  სამოდელო ინტეგრირებული ღია გაკვეთილები
6           მოვაწყვეთ გასვლითი გაკვეთილი მუზეუმში,                   


ინტერვენციების აღწერა და  მიზანი
1.    სურვილის მიხედვით შევარჩიეთ კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, და მიუსადაგე კითხვის ეფექტური მეთოდი:

აღწერა:  მოსწავლეებს მოსწონთ  როცა ყოველთვის მათ გვერდით ვარ, ვიზიარებს მათ სურვილებს მივდივარ მათთან ერთად ბიბლიოთეკაში, ვაძლევ რჩევებს ამა თუ იმ საკითხავი ლიტერატურის ირგვლივ, თუ რამდენად საინტერესოა, ზოგჯერ პროვოკაციასაც ვუკეთებ წასაკითხ  ლიტერატურას. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენს სოფელში 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა სკოლის ახალი შენობა, ამ დრომდე სკოლაში არ არსებობდა ბიბლიოთეკა და ბავშვებს ლიტერატურის ძებნა უხდებოდათ პედაგოგების პირად ბიბლიოთეკებში, ამჟამად  ბიბლიოთეკის ფონდში   რამდენიმე ათასი   წიგნია, დირექცია ცდილობს ბიბლიოთეკა სახალისო , საინტერესო  და მაღალპოლიგრაფიული წიგნებით შეავსოს.   
  მიზანი:    საგაკვეთილო პროცესი არ შემოიფარგლოს მხოლოდ სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტებით, ტექსტებზე მუშაობა სახალისო და საინტერესო იყოს , მოახდინონ ინფორმაციის შედარება, დახარისხება და ანალიზი,შეძლონ პერსონაჟების  და მათი ხასიათების შედარება,   დაწერონ პატარა თხზულება.

2.    ინტერვენცია                                                                                           ღია გაკვეთილები მშობელთათვის
აღწერა:     დავგეგმე  რამდენიმე ღია გაკვეთილი, მშობელთათვის, ბავშვებს ძალიან მოეწონათ ეს იდეა, ცდილობდნენ მაქსიმალურად კარგად მომზადებული ყოფილიყვნენ
გაკვეთილისათვის რადგან უნდოდათ არ შეერცხვინათ თავი მშობლების წინაშე. მშობლებსაც აინტერესებდათ გაკვეთილზე განხორციელებულ აქტივობებში როგორ მოიქცეოდა თავისი შვილი,   (ჩავატარე  5 გაკვეთილი)
მიზანი:  მშობლების მაქსიმალურად ჩართვა  საგაკვეთილო პროცესებში, შეაფასონ ჩემი ჩატარებული გაკვეთიელები რა მოეწონათ რა იყო მათთვის მისაღები და რა მიუღებელი , სულაც არ მეწყინება თუ მომცევენ შენიშვნებს, ეს ხელს შეუწყობს  მოსწავლეთა მაღალ ჩართულობას გაკვეთილზე აუმაღლებს მოტივაციას.
3.    ინტერვენცია
   უცხო სიტყვათა ლექსიკონის შედგენა
 აღწერა: წაკითხული ტექსტებიდან როგორც საგაკვეთილო ასევე კლასგარეშე ლიტერატურიდან ვიწერდით უცხო სიტყვებს ვწერდით ფერად პატარა ბარათებზე, შემდეგ განმარტებით ლექსიკონში მოსწავლეები თვითონ ეძებდნენ ამ სიტყვების მნიშვნელობას, მნიშვნელობას წერდნენ ბარათის მეორე მხარეს და აწყობდნენ პატარა ლამაზ ყუთში.
მიზანი:  ლექსიკური მარაგის გამდიდრება ახალი სიტყვების გამოყენებით წინადადების შედგენა, ასევე თხზულების დაწერა.
4, ინტერვენცია
„წერილები   დედას“
აღწერა: მოსწავლეებს დავურიგე ბარათები  და ვთხოვე დაეწერათ წერილი დედისათვის 
მიზანი: დამედგინა როგორ შეძლებდნენ თავისუფალ თემაზე თხზულების შედგენას    ეს იყო ერთდგვარი შემაჯამებელი ტესტი ჩემი გაწეული მუშაობის შესახებ, მოსწავლეებმა შესანიშნავი წერლები მისწერეს დედიკოებს:                                                                                                           5 ინტერვენცია:
ღია გაკვეთლები კოლეგებისათვის
აღწერა: როგორც სკოლის ფასილიტატორი, ვატარებდი ღია გაკვეთილებს პრაქტიკოსი კოლეგებისათვის,პერიოდულად ვაცნობდი შერჩეული მეთოდების მნიშვნელობას, ვაცნობდი კვლევაში მონაწილე მოსწავლეების შედეგებს, თუ როგორ ეფექტურად იმუშავა ჩემს მიერ შერჩეულმა აქტივობებმა და მეთოდებმა.  აგრეთვე ამ კლასში  ჩავატარე  კარიერული წინსვლისთვის 2 სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი
მიზანი:  სტიმული მიმეცა ჩემი კოლეგებისათვის, რომ მათაც ემუშვათ ამ მეთოდების გამოყენებით,

6  ინტერვენცია.
            ექსკურსია მუზეუმში:
აღწერა:  ასეთი დამღლელი კვლევის შემდეგ გადავწყვიტე მოსწავლეები წამეყვანა ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში,
მიზანი: განტვირთვა საგაკვეთილო პროცესიდან, აგრეთვე  ჩვენი რაიონის წარსულის გაცნობა, არქეოლოგიური და ენთოგრაფიული მასალების ნახვა


ინტერვენციების შეფასება                                              ჩემს მიერ განხორციელებულმა ინტერვენციებმა ცხადად აჩვენა რომ იყო თანმიმდევრული და ეფექტური, სამუშაო პროცესი იყო სახალისო და საინტერესო, ინტერვენციების შესაფასებლად გამოვიყენე მეთოდი:                                                                   დაკვირვება სასწავლო პროცესზე
.  ვაწარმოე დაკვირვების დღიურები. დაკვირვება მიმდინარეობდა როგორც საგაკვეთილო ისე არასაგაკვეთილო პერიოდში. მიღებული შედეგების ანალიზიდან ვლინდება, რომ
ინტერვენციებამდე არსებული სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.
     სხვადასხვა ტექსტების განხილვისას და გაანალიზების შემდეგ
მოსწავლეებს უფრო მეტად შეუძლიათ ძირითადი და
მეორეხარისხოვანი ინფორმაციის ამოცნობა , გაგება-გააზრება,
არგუმენტირებისა და კონტრარგუმენტირების ფორმულირება,
გაუმჯობესდა შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევა,
ალტერნატიული ხედვების ჩამოყალიბება,პრობლემის
იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების ძიებაარსებულ მონაცემებს ადასტურებს განმავითარებელი შეფასება , რომელსაც ვაძლევ მოსწავლეებს ამ ინტერვენციების შემდეგ. გაიზარდა მოტივაცია და გაკვეთილში აქტიური ჩართულობის ხარისხი, მშობელთა ჩართულობა

დიაგრამიდან ჩანს რომ 6 მოსწავლედან წაკითხული ტექსტის გააზრება-გაგება  ძალიან კარგად შეუძლია 2 მოსწავლეს ხოლო კარგად 4-ს
                       რეკომენდაციები
 კვლევის შედეგად გამოკვეთილი  ასეთი პრობლემის გადასაჭრელად მასწავლებლებს შეიძლება მივცეთ შემდეგი  რეკომენდაციები
ü  დავეხმაროთ მოსწავლეებს საკითხავი მასალის სწორად შერჩევაში
ü სისტემატურად ვაწარმოოთ მონიტორინგი: წაიკითხეს თუ არა შერჩეული ლიტერატურა
ü სისტემატურად  გამოვიყენოთ გაკვეთილზე  მრავალფეროვანი მეთოდები და აქტივობები
ü ხშირად ვისაუბროთ წაკითხულზე და მიღებულ შთაბეჭდილებებზე, შეიძლება აწერიოთ კიდეც
 ჩავრთოდ მშობლები სასწავლო პროცესში, ხშირად ჩავატაროთ ღია გაკვეთილები მშობელთათვის  
                                     დასკვნა                                                                                                                              შედეგების შეჯამებიდან შემიძლია ავღნიშნო რომ მიღწეულ კვლევის მიზანი. მოვახერხე ყველა მოსწავლის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში, კითხვის ეფექტური მეთოდები ძალიან საინტერესო და სახალისო გამოდგა მოსწავლეებისათვის მაგრამ ამ კუთხით მაინც ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. აღნიშნული ინტერვენციების გამეორება და გამრავალფეროვნება სასწავლო პროცესში მუდმივად უნდა ხდებოდეს. აღსანიშნავია, რომ საჭიროა ამავე დროს არა ერთი მასწავლებლის ქმედება ცალკე აღებული, არამედ კომპლექსური მიდგომა და ყველა საგნის მასწავლებლების მიერ ერთობლივად 
დაგეგმილი აქტივობების განხორციელება, კათედრათა შორის აქტიური თანამშრომლობა. თუ ყველა საგნის მასწავლებლის ქმედება შეთანხებულად და ინტენსიურად  გამოვიყენებთ კითხვის ეფექტურ მეთოდებს სასწავლო წლის განმავლობაში, ეს კიდევ უფრო აამაღლებს მოსწავლეთა ჩართულობას და გაზრდის მოტივაციას სასწავლო პროცესის მიმართ და აამაღლებს  სწავლის ხარისხს.  ერთი კვლევის ფარგლებში აღნიშნული პრობლემის მოგვარება შეუძლებელი და არარეალურია. ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელზედაც თითოეულმა მასწავლებელმა მუდმივად უნდა იფიქროს და საკუთარი ალტერნატიული გზები დასახოს მიზნის მისაღწევად.  



  გამოყენებული ლიტერატურა

1.    ე.ს.გ. ქართული ენის   სტანდარტი     58 მუხლი
2.    გამოცდების ეროვნული კვლევის ცენტრი  „კვლევის ანგარიში“-2013
3.    პ.პაპავა და თ. ჭანტურია     „წიგნიერება“—2013
4.     კითხვის ეფექტური მეთოდები“  მასწავლებელთა განვითარების ეროვნული ცენტრი  2013 
5.    Youtube—Teacher-House მიერ გამოქვეყნებული ვიდეო რგოლები   2018
6.    ეკა ცხადაიას ვიდეო რგოლი  „როგორ წარმართოთ პედაგოგიური კვლევა“ 

                                                  რეფლექსია
                კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა: წაკითხული ტექსტის გააზრება-გაგების უნარების განვითარება  IV კლასში - კითხვა წერის  თანამედროვე ეფექტური მეთოდების გამოყენებით    -გავუზიარე ჩემს კოლეგებს კათედრის სხდომაზეჩემთვის, როგორც მკვლევარი მასწავლებლისთვის, საინტერესო იყო ჩემი კოლეგების შეხედულებები მოცემულ კვლევასთან დაკავშირებით, ხოლო მათთვის საუკეთესო სტრატეგია იყო გამოცდილების გასაზიარებლად. მიმოვიხილე ყველა ის ძირითადი საკითხი, რომლებიც კვლევაში არის წარმოდგენილი. ყურადღება გავამახვილე  პრობლემის აქტუალურობაზე , აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კოლეგების მოსაზრება  ჩემი მოსაზრების  იდენტური აღმოჩნდა. შეხვედრის დროს კვლევის შედეგების გაზიარება მოხდა ელექტრონულად, პრეზენტაცია შესრულებული იყო PowerPoint-ში . შევეცადე, ჩემს პრეზენტაციაში ხაზი გამესვა, აგრეთვე, თუ რა სარგებელი მიიღეს მოსწავლეებმა კვლევის ფარგლებში, რაში დამეხმარება მიღებული გამოცდილება მომავალ საქმიანობაში და ამასთანავე, რამდენად მნიშვნელოვანია მიღებული შედეგების გაზიარება კოლეგებისათვისგარდა ზემოდ აღნიშნულისა, პედაგოგებს გავაცანი   ის მეთოდები , რომლითაც ვიხელმძღვანელე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისას  და გავაანალიზე  მიღებული შედეგებიმიმოვიხილე კვლევის პროცესში გამოყენებული, ძალზედ საინტერესო ლიტერატურა და ვიდეეოები კოლეგებს ასევე გავაცანი  განხორციელებული ინტერვენციები  და   შედეგები . პედაგოგებმა  განსაკუთრებული ყურადღებით მოისმინეს რეკომენდაციები, რომელაგან  უმეტეს ნაწილს დაეთანხმნენ, ნაწილმა კი გამოთქვა განსახვავებული მოსაზრება.    აღნიშნულმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ტექსტის გააზრება -გაგება  მნიშვნელოვანი და აქტუალურია  სასწავლო პროცესში. ამასთანავე, კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები და რეკომენდაციები აუცილებლად გასათვალისწინებელი.  

                                              2019 წელი  20 ივნისი
                   











    






                                              


                                                                 



Комментариев нет:

Отправить комментарий