ქართული ენა და ლიტერატურა დაწყებით საფეხურზე შესავალი
მშობლიური ენის სწავლება დაწყებით საფეხურზე ემსახურება აუცილებელი ენობრივი უნარჩვევების ჩამოყალიბებას ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის მიმართულებით. ამავე დროს, ეს პროცესი გულისხმობს იმ მინიმალური ლინგვისტური კომპეტენციის ფორმირებას, რომელიც ენის პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით არის აქტუალური და შეესაბამება მოსწავლის ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და ინტერესებს.
მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლება დაწყებით საფეხურზე ეფუძნება მდიდარ ტექსტურ კორპუსს - სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ, ასევე მულტიმედიურ ტექსტებს.
ტექსტების ნაირსახეობა ქმნის იმ აუცილებელ თემატურ გარემოს, რომლის გაცნობაც მოსწავლეს შესძენს ცხოვრებისეული ურთიერთობებისათვის საჭირო გამოცდილებას. მოსწავლეები უნდა დაეუფლონ მხატვრული, საინფორმაციო-შემეცნებითი და პრაგმატული ტექსტების აღქმის, გაგების, გამოყენებისა და შექმნის, ასევე ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების საბაზისო უნარ-ჩვევებს. სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ასევე მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მიღებული ცოდნისა თუ ენობრივი გამოცდილების საფუძველზე ახალი ტექსტების შექმნა და თვითგამოხატვა.
მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, I-IV კლასების სტანდარტის მოთხოვნების შესრულებისას ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს მოსწავლეთა ბუნებრივი ენობრივი უნარების კორექციასა და შემდგომ განვითარებაზე, ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე; ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის კულტურის გამომუშავებაზე (საწყის დონეზე). მუშაობა უნდა წარიმართოს იმ მიმართულებითაც, რომ მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ პოზიტიური დამოკიდებულება კითხვისა და, ზოგადად, სწავლის მიმართ, განუვითარდეთ მეტაკოგნიტური უნარები საწყის დონეზე (საკუთარ სწავლის პროცესზე დაკვირვება, დამოუკიდებლად მუშაობა, სასწავლო საქმიანობის ორგანიზება და სხვ.).
მიმართულებების აღწერა
1. მიმართულება: ზეპირმეტყველება ზეპირმეტყველება (მოსმენა და ლაპარაკი) უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ცოდნის შეძენისა და ენობრივი უნარ-ჩვევების განვითარების პროცესში. გასათვალისწინებელია, რომ კითხვისა და წერისგან განსხვავებით, ზეპირმეტყველების უნარები მოსწავლეებს უკვე მეტ-ნაკლებად განვითარებული აქვთ სკოლაში მისვლისას: მათ ადრეული ცოდნა, ძირითადად, შეძენილი აქვთ მოსმენით; კომუნიკაციისა თუ თვითგამოხატვის მიზნით კი ამ ასაკის მოსწავლეები უმეტესწილად ლაპარაკს იყენებენ.
სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა ზეპირმეტყველების უნარების განვითარებას სისტემური და თანამიმდევრული ხასიათი უნდა მიეცეს. მოსმენილის ზეპირად გადმოცემა/თხრობა, მასზე აზრის გამოთქმა, პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და სხვა ხელს უწყობს გაგება-გააზრების პროცესებს. სწავლების პროცესში მოსმენილი ტექსტობრივი მასალის ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებებისა და შესწავლილი სიტყვების აქტიურად გამოყენებით კი თანდათანობით მდიდრდება მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი, იხვეწება მათი მეტყველება.
I-IV კლასებში საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს მოსწავლეთა ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც კითხვისა და მართლმეტყველების საფუძველს წარმოადგენს. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მართლწერისა და, ზოგადად, წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარებას. მუშაობა უნდა წარიმართოს ასევე მოსწავლეთა ორთოეპიული (მართლწარმოთქმის) უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და განვითარების მიმართულებით.
V-VI კლასებში სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს კრიტიკული მოსმენის, მოსმენილის ინტერპრეტაციისა და შეფასების უნარ-ჩვევების გამომუშავებას; ინდივიდუალური და ჯგუფური საკომუნიკაციო უნარების, ასევე თვითგამოხატვის უნარ-ჩვევების განვითარებას. 2. მიმართულება: კითხვა საწყის ეტაპზე კითხვის სწავლების უპირველესი მიზანია მოსწავლეებში წერილობითი ტექსტის გაშიფვრის უნარის გამომუშავება (გაშიფვრა, იგივე დეკოდირება - სიტყვის გრაფიკული ხატის აკუსტიკურ ხატად კონვერტირება, ანუ ასოების ამოცნობა და მათი დაკავშირება შესაბამის ბგერებთან; ბგერების სიტყვად გამთლიანება, აკუსტიკური ხატის სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირება). ეს საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, განივითარონ გაწაფული კითხვის უნარ-ჩვევები, თუმცა მუშაობა იმავდროულად უნდა წარიმართოს წაკითხულის გაგება-გააზრების უნარის განვითარების მიმართულებითაც - მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ ის, რასაც კითხულობენ. სწორედ ეს უნარი აძლევს მათ საშუალებას, შეიძინონ ცოდნა და მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების ტექსტებიდან. კითხვის სწავლების საბოლოო მიზანია წაკითხულის გააზრება, რაც გულისხმობს მკითხველის აქტიურ მონაწილეობას კითხვის პროცესის სამივე ეტაპზე: კითხვის დაწყებამდე, კითხვის დროსა და კითხვის შემდეგ. კითხვის ტექნიკის თანდათანობით სრულყოფა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, გახდნენ გაწაფული მკითხველები, გაიგონ და გაიაზრონ წაკითხული.
წაკითხულის გაგება-გააზრება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ლექსიკურ მარაგზე - რაც უფრო მდიდარია მოსწავლის ლექსიკური მარაგი, მით უფრო წარმატებულია იგი, როგორც მკითხველი. ამდენად, ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრებაზე ზრუნვას სწავლების საწყის
ეტაპზევე საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს. ზეპირი და ბეჭდური ვერბალური ტექსტების გარდა, მუშაობა უნდა წარიმართოს ასევე მულტიმედიური ტექსტების კითხვა-გაგების მიმართულებითაც, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ზოგადი წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებას.
V-VI კლასებში ღრმავდება მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენციები როგორც რეცეფციულ, ისე ფუნქციურ დონეზე, მოსწავლეებს თანდათან უყალიბდებათ ესთეტიკური და ემოციური დამოკიდებულება მხატვრული ტექსტების მიმართ. ამ შინაგანი პროცესების სტიმულირებას სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს. მუშაობა უნდა წარიმართოს იმ მიმართულებითაც, რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ და განუვითარდეთ ქვეტექსტის (იმპლიციტური ინფორმაციის) წვდომის, ასევე მასალის კონტექსტში გააზრებისა და ინტეპრეტაციის, კრიტიკული აზროვნებისა თუ წაკითხულის შეფასების უნარები.
3. მიმართულება: წერა მოსწავლეთა უმრავლესობა წერას სწავლების პირველ წელს სწავლობს. წერაში კარგი შედეგების მისაღწევად აუცილებელია, მოსწავლეებმა წერონ ხშირად და მიზანმიმართულად.
სხვადასხვა სახისა და ტიპის ტექსტების შედგენაზე მუშაობა თავდაპირველად უნდა წარიმართოს მასწავლებლის ხელმძღვანელობით, საყრდენების/მინიშნებების გამოყენებით თუ მოდელის მიხედვით. მკაფიო და გასაგები ინსტრუქციების თანხლებით, მრავალფეროვანი და შინაარსიანი კონტექსტის მქონე წერითი დავალებების შესრულების გზით მოსწავლეები თანდათან დახვეწენ კალიგრაფიას, გაიწაფებიან წერაში და შეიქმნიან გარკვეულ წარმოდგენას წერის პროცესზე, რაც გულისხმობს მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობას წერის სამივე ეტაპზე: წერის დაწყებამდე, წერის პროცესში, წერის შემდეგ.
V-VI კლასებში მუშაობა უნდა წარიმართოს იმ მიმართულებით, რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ გამართული წერითი მეტყველების, აზრის თანამიმდევრულად და ლოგიკურად გადმოცემის უნარჩვევები. ასევე სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს მოსწავლეთა თვითგამოხატვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
I-IV კლასების
სტანდარტი
ა) IV კლასის ბოლოს მისაღწევი შედეგები
ინდექსების განმარტება დაწყებითი საფეხურის სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, რომელიც მიუთითებს საგანს, სწავლების ეტაპსა და სტანდარტის შედეგის ნომერს; მაგ., ქართ.დაწყ.(I).1
„ქართ.“ - მიუთითებს საგანს „ქართული ენა და ლიტერატურა“; „დაწყ.(I).” - მიუთითებს I-IV კლასების სტანდარტს; „1“- მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს.
ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტი (I-IV კლასები) 1. მიმართულება: ზეპირმეტყველება
შედეგების ინდექსი სტანდარტის შედეგები მოსწავლემ უნდა შეძლოს: ქართ.დაწყ.(I).1 სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
ქართ.დაწყ.(I).2 სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა. ქართ.დაწყ.(I).3 პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
ქართ.დაწყ.(I).4
ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა. ქართ.დაწყ.(I).5 ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
2. მიმართულება: კითხვა შედეგების ინდექსი მოსწავლემ უნდა შეძლოს:
ქართ.დაწყ.(I).6 გაწაფულად კითხვა.
ქართ.დაწყ.(I).7 სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგებაგააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება. ქართ.დაწყ.(I).8 მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით.
ქართ.დაწყ.(I).9. წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება. ქართ.დაწყ.(I).10 სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მაორგანიზებელი ელემენტების, სტრუქტურული და კომპოზიციური მახასიათებლების ამოცნობა. ქართ.დაწყ.(I).11 სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ლექსიკურ და სემანტიკურ მხარეზე, ენობრივ ფორმებზე დაკვირვება. ქართ.დაწყ.(I).12 კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად. 3. მიმართულება: წერა შედეგების ინდექსი მოსწავლემ უნდა შეძლოს:
ქართ.დაწყ.(I).13 სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე. ქართ.დაწყ.(I).14
ნაცნობი ლექსიკის, ნასწავლი ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება; კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა. ქართ.დაწყ.(I).15 წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
ბ) შინაარსი
I-IV კლასების მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, ქვემოთ ჩამოთვლილი ენობრივი საკითხების, ასევე ტერმინებისა და ცნებების სწავლება უნდა მიმდინარეობდეს პრაქტიკული
აქტივობებით. სწავლების ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის გრამატიკული წესებისა და ენობრივი კანონზომიერებების თეორიული სწავლება.
1. ენობრივი ცოდნა და უნარ-ჩვევები ა) ენის ლექსიკოლოგიური ასპექტი აქტიური ლექსიკური ფონდის შევსება; სიტყვიერი მარაგის გამდიდრება დარგობრივი ლექსიკური ერთეულებით; სიტყვათა სემანტიკური და ლექსიკური კავშირების (სინონიმის, ანტონიმის, ერთი სემანტიკური ჯგუფის სიტყვების) ამოცნობა და გამოყენება; სიტყვაწარმოება ელემენტარულ დონეზე; მარტივ ფრაზეოლოგიზმებზე, სიტყვათა მრავალმნიშვნელიანობაზე დაკვირვება.
ბ) ენის გრამატიკული ასპექტი თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი და ძახილის წინადადებების ამოცნობა და გამოყენება; სასვენი ნიშნების ამოცნობა და გამოყენება ნასწავლ კონტექსტებში (მაგ., ჩამონათვალში, დიალოგში); სიტყვათა ფორმაცვალების კანონზომიერებათა აღმოჩენა (მაგ., ზმნის უღლება, სახელის ბრუნება, მხოლობითისა და მრავლობითის ფორმების წარმოება); სივრცული, დროითი და მიზეზშედეგობრივი მიმართებების გამომხატველი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების ამოცნობა და გამოყენება; მართლმეტყველებისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.
2. ცნებები და ტერმინები სიტყვის აგებულება: ბგერა, ხმოვანი და თანხმოვანი ბგერები; ასო, მარცვალი; ტექსტის აგებულება: სიტყვა, წინადადება, სტრიქონი, აბზაცი, ტექსტი, სათაური, თავი, მიმართვა, ხელმოწერა; სასვენი ნიშნები (წერტილი, მძიმე, კითხვითი ნიშანი, ძახილის ნიშანი, ტირე, ორწერტილი, მრავალწერტილი); ლიტერატურათმცოდნეობის საბაზისო ცნებები: მოთხრობა, ზღაპარი, იგავ-არაკი, ლექსი, თქმულება/ლეგენდა, ავტორი, პერსონაჟი/გმირი; სიუჟეტი (მოქმედების დრო, ადგილი; ამბის დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული); ნაწარმოების თემა, დედააზრი (მთავარი იდეა), ეპითეტი, შედარება.
მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, ცნებების დამუშავება უნდა ხდებოდეს თვალსაჩინო მასალის საფუძველზე, რათა მოსწავლემ კონკრეტული მაგალითების მეშვეობით გაიაზროს მათი მნიშვნელობა. ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის ცნებების/ტერმინებისა და მათი განმარტებების თეორიული სწავლება.
3. საკითხავი ტექსტების ტიპები მხატვრული: პროზაული და პოეტური ნაწარმოებები, ფოლკლორის ნიმუშები: ლექსები, ზღაპრები, თქმულებები, ლეგენდები, მითები, ენის გასატეხები, გამოცანები, ანდაზები და სხვ.; კომიქსები. არამხატვრული: ა) პრაგმატული ტექსტები: რეკლამა, რეცეპტი, განრიგი, ტელეპროგრამა, მოსაწვევი ბარათი, სია, სამახსოვრო წესები, ცხრილი, გეგმა, ინსტრუქცია, გამაფრთხილებელი წარწერა/აბრა, ღია ბარათი, ინტერვიუ, განცხადება (მაგ., საყმაწვილო ჟურნალში), წერილი (მაგ., მეგობრული). ბ) ასაკის შესაბამისი სირთულის საინფორმაციო და შემეცნებითი ტექსტები: სტატიები საბავშვო ენციკლოპედიიდან, ჟურნალიდან, გაზეთიდან და სხვ. გ) დიდაქტიზებული ტექსტები (საანბანო და სასაუბრო ტექსტები და სხვ.).
მულტიმედიური: მულტფილმი, საბავშვო სიმღერა, კინოფილმი, სასწავლო-შემეცნებითი ფილმი, სხვადასხვა სახის ვიდეო-, აუდიო-, აუდიოვიდეომასალა (რეკლამა, ანონსი, რეპორტაჟი, სლაიდშოუ), საბავშვო სპექტაკლი; სტატიები საბავშვო ვებგვერდიდან, ვებპორტალიდან, მიმიკური მიზანსცენა და სხვა.

Комментариев нет:
Отправить комментарий