მიხვდებით, როს გიამბობთ, ზოგ გულ-დამწვარზე,
ნამცხვარია ლექსზე, თუ ლექსი ნამცხვარზე.
ქილიკს ვინც არ მომიწყობს,არ შემიცვლის ფერს,
ნამცხვარს ვინც გამომიცხობს მას დაუწერ ლექსს,
ვითხოვ ერთს, არც ორ ორასს, „რეცეპტს“ არც „ბის-ს,
ნამცხვრებით ვქმნი ჰონონარს ჩემი ლექსების.
ჭამა უტუხი გახდა, რიდიც არ ერთვის,
მცხობელს მადლობის გარდა, აბა რა ეთქმის
თვალებს რომ მიპრაწავდით და ყლაპავდით ნერწყვს,
სახლში ნამცხვარს ვყლაპავდი და ვლოცავდი ლექსს.
რომ მოვფინო სინათლე, გითხრათ ვით აღთქმა,
ვერ ვისვენებ სიმართლე როგორ არა ვთქვა.
ყნოსვა როგორც ქორია, გადაიფრენს მთებს,
გემოვნებაც გქონიათ თქვენც არ მომიკვდეთ.
აწი ნუღარ შემარჩენთ, დავწერ კი რაც-ღას,
ნამცხვარს ყველას შეგაჭმევთ, ვფიცავ იმ ნამცხვარს
მორალური რაც არი, შეგახსენებთ ერთს,
თვით აჭამოთ ნამცხვარი ჩემებრ დედაბერს,
ეთერ ანდღულაძე 1993წ მაისი
Комментариев нет:
Отправить комментарий