დილაა, თვალებს გაახელს ახლა
დღე მზის სხივებით ნაგვირისტები.
ხელაპყრობილი ზეცისკენ მაღლა
მლოცველებივით დგანან ტიტები.
როს ემატება გაზაფხულს ძალა
და ჩვენ ახალი ძალით ვივსებით,
ამ სიხარულის არ გვინდა მალვა,
გვგონია ცაში ვარსკვლავს მივწვდებით.
თოვდა. ჭაღარა დღე იყო გუშინ,
ახლა კი ტირის ბაღებში ვაზი,
აფეთქებულა ატამი,ნუში,
გათენებულა დილა ლამაზი
დაიმორჩილა---- შეება რასაც
გამრჯე მარჯვენით დაუბერებით,
დღე გაზაფხულის აცოცხლებს ქვასაც,
ისმის გალობა შუდარები.
გულის ცეცხლს განა ამაოდ ხარჯავს,
რას არ შეიძლებს, რას არ მისწვდება!
გაზაფხულის დღე სამყაროს ქარგავს
და ნამი დილის ქრება ნისლებად.
ფიქრია ბეღელაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий