და ასე იწყებოდა ზღაპარი
დილის მზე სხივებს რომ მარჯნიდა,
მე, ჩაუქრობელი ლამპარით
შენს გზას ვდარაჯობდი - ფანჯრიდან
ოცნების მზე-ზღვისფერთვალება,
სულში რომ სინათლეს მიღვრიდა
იცოდე რომ თვალის შევლებაც
მაშინ, მთელ ქვეყანას მიღირდა!
დღეს კი გაყინულა სამყარო
თითქოს ბნელმა შთანთქა ნათელი
იქნებ დაიკარგა მთის წყაროც,
ნეტავ, სად ჩაგიქრა სანთელი?!
ვარ ასე, მუხლმოყრილი
და ლოცვად ქცეული
შენს ბილ;იკს ვუდარაჯებ ისევე-ფანჯრიდან ,
და მინდა იცოდე რომ ძლიერ განვიცდი,
და რომ მეოცნებე ,პრინცს გელი-ზღაპრიდან
ფიქრია ბეღელაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий