ნახვამდის საყვარელო სკოლა
ჩვენს სკოლას რაღაც სხვანაირი სითბო აქვს, სკოლა ჩვენთვის სიყვარულის,
ერთმანეთის პატივისცემის და უსაზღვრო ცოდნის ადგილია. ადგილი რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენთაგანის
ცხოვრებაში, აქ შეიძლება გავუზიაროთ ერთმანეთს
მიღებული შთაბეჭდილებები, ვიკამათოთ სხვადასხვა საკითხებზე და ძალიან ჯანსაღ აზრამდე
ერთად მივიდეთ.
ჩვენი მასწავლებლები დიდი იაკობის, ვაჟას, ილიას,
აკაკის ნაკვალევზე ამაყად სიარულს გვასწავლიან.
ეს ის წლებია დიდი ილიას თქმით ჩვენს ცხოვრებაში „გამოჰკვანძავს ხოლმე ცხოვრების
კვირტსა“ ეს კვირტი კიდევ ის კვირტია რომლიდანაც
მშვენიერ და ბრწყინვალე მტევანიც გამოვა და ძაღლყურძენაც.
ჰოდა პირობას ვდებთ რომ ჩვენ ყველა
ჩვენი სამშობლოს, ჩვენი სკოლის ბრწყინვალე მტევნებად გავიზრდებით.
ნახვამდის საყვარელო სკოლა, მალე დავბრუნდებით
ახალი ენერგიით სავსე, ისევ ხალისიანი კისკისით, ბავშური სიცელქით ავავსებთ ამ კედლებს,, კედლებს რომელიც ჩვენთვის ნამდვილი ცოდნის ტაძარია.
III-კლასი
2018 წელი 14 ივნისი
გისურვებთ წარმატებებს
კლასის ხელმძღვანელი: ია კეშელავა
გისურვებთ წარმატებებს
კლასის ხელმძღვანელი: ია კეშელავა
Комментариев нет:
Отправить комментарий