წუთი მენანება
ყველა სალოცავი ჩოქვით მოვიარე და ყველა ხატის წინ ვითხოვე შებრალება,
მინდა დავიფერფლო აქვე შენს წინაშე,
მაგრამ ბედნიერი წუთი მენანება.
შორით გახიზნულა მთვარე, ვარსკვლავები,
ასე ჩუმი ღამე იცი, რამდენია?
და მე შენ გიწამე ღამის მანათობლად,
ჩემი მნათობები შენი თვალებია.
ყველა სალოცავი მარტომ მოვიარე,
ყველა ხატის წინ ვითხოვე შებრალება,
მინდა დავიფერფლო აქვე, შენს წინაშე,
მაგრამ, ბედნიერი წუთი მენანება
ფიქრია ბეღელაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий