ბნელ ჯოჯოხეთსაც გაანათებს ერთხელ მზის სხივი,
თურმე ბოროტიც კეთილ საქმეს შეეჭიდება,
ოცნების ზღვაში დაიმსხვრევა ფიქრების ტივი,
იქ მისი მართვა თვით განგებას გაუჭირდება.
თოვლშიც გაჩნდება ლამაზი და ნაზი ყვავილი
და პაწაწინა სურნელებას მოსტაცებს ზაფხულს,
ალბათ ამ ათმართს ძველებურად, ლაღად ავივლი
და გვერდს ავუქცევ ჩემს ძებნაში გადაღილ აცსულს.
ამედევნება ფიქრი მაინც სულის მხუთავი
იქნებ გათენდეს დღეები სულ ფერად- ფერადი,
მეც არ დამინდობს დრო და ჟამი მხდალი,მუხთალი
და თვისი რაშით გამაქროლებს ალბათ ფეხმარდი,
მე თან ვიახლებ გაუხუნარ სექტემბრის ქარებს,
თმას რომ მაბნევდა შემოდგომის დაცვენილ ფოთლებს
და მერე ბნელი სიმარტოვე გამითებს კარებს,
მისი სიცივე შემაშინებს, გულს ამითრთოლებს.
ფიქრია ბეღელაძე💓💓💓
Комментариев нет:
Отправить комментарий