ვიღაც შეგიყვარდება
ჩემი ცის კაბადონი ნისლით დაიფარება,
ჩემი ბედის ვარსკვლავი ბნელში ჩაიკარგება,
გული შენზე ფიქრებით ძველებურად გათბება,
სული ფიფქად ქცეული ბაგეზე დაგადნება
ჩემი ხსოვნა გულიდან იმ ფიფქივით გაქრება,
ვიღაცას გაუღიმებ, ვიღაც შეგიყვარდება,
ჩემი ლანდი სნეული უფრო დაიტანჯება,
გული ხანძრად ქცული ჩუმად დაიდაგება.
აღარ გაგახსენდები, სევდაც გაგიქარდება,
დაივიწყებ ყველაფერს, რაღაც გაგიხარდება,
ბედი ქვიან ბილიკებს აგიყვავებს ვარდებად,
ვიღაც შეგებრალება, ვიღაც შეგიყვარდება.
ფიქრია ბეღელაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий