იცრემლებოდნენ ღრუბლის ქულები,
დაკარგულ სატრფოს სტიროდნენ თითქოს,
ჩვენ მაშინ შევხვდით როდესაც წვიმდა
და მე გამსგავსე მღელვარე სტრიქონს.
გულის უხილავ სიმს აათრთოლებს
სევდა ხილული მაგ შენს თვალებში,
მე მაშინ ვნახე თითქოს ზღვის ღელვა
და შვება ვპოვე მღვრიე ტალღებში
მე შენს ხატებას ნისლიანს ვხედავ,
ეს ზღაპარია, ანდა მითია,
ვცდილობ გავერკვე შენა ხარ ნეტავ
მე რომ ვეძებ და ვერ დამითმია?
ცაზე კვლავ დნება ღრუბელთა ქულა
შენს ხმაში ვისმენ ღელვას ფიქრიანს,
არ მინდა, მაგრამ მაინც ვშორდებიტ,
წვიმის წვეთებიც შენ მოგტირიან.
მიდიხარ... ქრები ნისლებთან ერტად
და გულის ღელვა ცრემლად იღვრება,
მე ვიცი, მჯერა, კვლავ რომ შევხვდებით
მაშინ მზიანი დარი იქნება
ფიქრია ბეღელაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий