მე ხომ ამქვეყნად ლექსის გზით მიველ
და დღემდეც ლექსის ტრფობით მოვედი.
შევევედრები კვლავ სვეტიცხოველს,
მომცეს გრძნობა და ნიჭი პოეტის.
ბევრს არას ვითხოვ, ვიხილო ცაზე.
ღრუბლის მარმაში და მზის თილისმა.
იტიროს მარტმა თოვლად და წვიმად
და მზე დაადნოს ცაზე ივლისმა.
თოვოს მაისმა ვარდები უხვად,
როგორც ბულბულმა მე მათ უმღერო.
იქნებ ვერ შევძლო?-და ამას ვწუხვარ,
რომ არ ვარ ლერწმის პატარა ღერო.
და თუ გავბაწრე ქარიშხალები,
მაშ, სხვა როგორღა ვინატრო მეტი,
მაქვს გრძნობა, ხილვა მგოსნის თვალების
ვინა ვარ?- ერთი მწირი პოეტი.
დე, დავრჩე თუნდაც მეხოტბედ ლექსის,
ლაღი რითმების მორჩილად, მონად,
ოღონდ ვსუნთქავდე ჩემს მიწის ფესვით,
უხვ ნაკადულებს ვრთავდე სტრიქონად
ფიქრია ბეღელაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий