воскресенье, 24 марта 2019 г.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე- ჩვენ თქვენს გვერდით ვართ

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. 
          დაუნის სინდრონი არის ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომის გხვდება 47 ქრომოსომა, ეს დაავადება არც მემკვიდრეობითია და არც
გადამდები, გოგონებსა და ბიჭებს შორის
ერთნაირი სიხშირით ვლინდება.

            ამ თემასთან დაკავშირებით გადავწყვიტე ჩამეტარებინა კლას-საათი
თემაზე „ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“ რომლის მიზანია მივაწოდო ინფორმაცია
დაავადების შესახებ, მოვახდინოთ დაავადებული ადამიანების  უფლებების დაცვა, რომ მათ სჭირდებათ ჩვენი თანადგომა, რათა შემოგვიერთდნენ ბაღებში, სკოლებში, საზოგადოებრივ საქმიანობებში და ჩვენთან ერთად გაატარონ დრო ღირსეულად.
  „ჩვენ არ დავითვლით ჩვენი მეგობრების
      ქრომოსომებს“