ლექსი უთქმელი
ამეკვიატა ლექსი უთქმელი,
ასე ფეხდაფეხ კვალდაკვალ მსდია.
თავს მევლებოდა ნირშეუცვლელი,
დამფოფინებდა ვით ჩვილს გადია.
მას შემდეგ დავალთ განუყოფელად
და ვახევთ ზეცას ღრუბლის არშიას,
ხან ვდგავართ მიწის ერთგულ მცველებად,
როს გაზაფხულის ფერთა მარშია.
აღარ მომწყინდა მზერა აპრილის,
ვით ცისარტყელას ფერთა თამაში,
თან სურნელება მინდვრის ყვავილის,
ადევნებული ფიქრის მარმაში.
ვერ დავაატყვევე ლექსი უთქმელი,
თუმც მან თვითონვე ფეხდაფეხ მსდია
ახლა კი მე ვარ მასზე მზრუნველი,
დავყვები ყველგან, ვით ბავშვს გადია.
ფიქრია ბეღელაძე