ნუ მკიცხავთ,თუკი გავჩნდი ასეთად,
ცით მოვლენილი არ ვარ მესია,
ქართველი სულით არის პოეტი,
ყველა ქართველი თვითონ ლექსია.
ოცნებობს ჩემი გული, გონება
მომავლის რწმენით განათებული,
ვინ ვარ, თუ არა ერთი ქართველი,
პოეზიაზე შეყვარებული.
ლექსია, ლექსი, რაც მართობს, მხიბლავს,
ბედს არასოდეს დავემდურები,
თუ პოეზიის პიტალო კლდეზე
ვერ ამოვკვეთე საფეხურები.
მაშ, რა ვქნა, თუკი გავჩნდი ასეთად,
მუზები მახვილ ისრებს მესვრიან,
ბედნიერი ვარ,რომ ვარ ქართველი
და ჩემი სუნთქვა ჩემი ლექსია.
ფიქრია ბეღელაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий