суббота, 1 октября 2022 г.

დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებლის ია კეშელავას პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა

 

დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებლის ია კეშელავას

პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა   2022-2023 სასწავლო წელი

 

განსახორციელებელი აქტივობა

პერიოდი

შენიშვნა

1

შეფასება . მოსწავლეთათვის ეფექტური უკუკავშირის მიცემის სტრატეგიების გაუნჯობესება

ეფექტური განმავითარებელი კომენტარების სისტემური გაკეთება და მშობლებისათვის გაცნობა-გაგზავნა

 

2022-2023

სასწალო წელი

 

2

 მრავალჯერადი გამოყენების სასწავლო რესურსების შექმნა მოსწავლეთა ჩართულობით

2022-2023

სასწავლო წელი

 

3

მოსწავლეთა მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა

„ საკლასო პროექტში მშობელთა  ჩართვა, ექსკურსიის მოწყობა მშობლებთან ერთად

2022-2023

სასწავლო წელი

ნოემბერი-

აპრილი

 

4

საგაკვეთილო დაკვირვების

გავლა

მარტი-აპრილი

 

5

ტრენინგი    (6 საათი)

2022-2023

სასწავლო წელი

 

среда, 21 апреля 2021 г.

ვიღაც შეგიყვარდება

 

                                              ვიღაც შეგიყვარდება



ჩემი ცის კაბადონი ნისლით დაიფარება,

ჩემი ბედის ვარსკვლავი ბნელში ჩაიკარგება,

გული შენზე ფიქრებით ძველებურად  გათბება,

სული ფიფქად ქცეული ბაგეზე  დაგადნება

                      ჩემი ხსოვნა გულიდან იმ ფიფქივით გაქრება,

                    ვიღაცას გაუღიმებ, ვიღაც შეგიყვარდება,

                     ჩემი ლანდი სნეული უფრო დაიტანჯება,

                    გული ხანძრად  ქცული ჩუმად დაიდაგება.

 აღარ  გაგახსენდები, სევდაც გაგიქარდება,

დაივიწყებ ყველაფერს, რაღაც გაგიხარდება,

ბედი ქვიან ბილიკებს აგიყვავებს ვარდებად,

ვიღაც შეგებრალება, ვიღაც შეგიყვარდება.


                                                      ფიქრია ბეღელაძე 

понедельник, 19 апреля 2021 г.

წუთი მენანება

    წუთი მენანება

                  ყველა  სალოცავი ჩოქვით მოვიარე                                                                                                                 და ყველა ხატის წინ ვითხოვე შებრალება,

                                 მინდა დავიფერფლო აქვე შენს  წინაშე,

                                 მაგრამ ბედნიერი წუთი მენანება.

     შორით გახიზნულა მთვარე, ვარსკვლავები,

  ასე ჩუმი ღამე იცი, რამდენია?

   და მე შენ გიწამე ღამის მანათობლად,

   ჩემი მნათობები შენი თვალებია.

                                ყველა სალოცავი მარტომ მოვიარე,

                               ყველა ხატის წინ ვითხოვე შებრალება,

                                მინდა დავიფერფლო აქვე, შენს წინაშე,

                              მაგრამ, ბედნიერი წუთი მენანება

                                            ფიქრია ბეღელაძე

მენატრებოდი

                          მენატრებოდი

   მენატრებოდი, თვალი მქონდა ცრემლებით სავსე,

 მენატრებოდი,  გულმა  იგრძნო თითქოს ზიანი,

  მენატრებოდი  შევნატრობდი განწირულ მთამსვლელს,

 მენატრებოდი, ღამე იყო ჩემთვის მზიანი.

                             მენატრებოდი, ქარს მიჰქონდა ჩემი ცრემლები,

                            მენატრებოდი, ძველებურად სულში ციოდა,

                            მენატრებოდი, გულს დაღავდნენ ავი ფიქრები,

                            მენატრებოდი, მონატრების ცრემლი მცვიოდა.

მენატრებოდი,  და ცხოვრების უფრო მესმოდა,

მენატრებოდი,  ვშორდებოდი დღეთა აჩრდილებს,

მენატრებოდი,  ასჯერ მკვდარი კვლავ ვარ ცოცხალი,

მენატრებოდი,   მძევლად ვყავდი თითქოს   "ტაიგებს'.

                           მენატრებოდი,  არ შემეძლო სადმე მენახე,

                          მენატრებოდი,   მეშინოდა ცრემლის და წვიმის,

                         მენატრებოდი,   ვიგონებდი მუდამ შენს სახეს,

                        მენატრებოდი,   და ამ  ცეცხლით ჯერ კიდევ ვიწვი.

                                                მენატრებოდი, მონატრებას  ვეღარ ვუძლებდი,

                                                მენატრები და სულს მიხუთავს ეს მონატრება.

                                                მენატრები ვიცი, მჯერა ისე ძალიან,

                                                სიკვდილის  წინაც შენი სახე მომელანდება.

                                                   

                                           ფიქრია ბეღელაძე

четверг, 15 апреля 2021 г.

იქნებ გათენდეს

 ბნელ ჯოჯოხეთსაც გაანათებს ერთხელ მზის სხივი,

თურმე ბოროტიც კეთილ საქმეს შეეჭიდება,

ოცნების ზღვაში დაიმსხვრევა ფიქრების ტივი,

იქ მისი მართვა თვით განგებას გაუჭირდება.

                თოვლშიც  გაჩნდება ლამაზი და ნაზი ყვავილი

               და პაწაწინა სურნელებას მოსტაცებს ზაფხულს, 

           ალბათ ამ ათმართს ძველებურად, ლაღად ავივლი

           და გვერდს ავუქცევ ჩემს ძებნაში გადაღილ აცსულს.

                                        ამედევნება ფიქრი მაინც სულის მხუთავი

                                        იქნებ გათენდეს დღეები სულ ფერად- ფერადი,

                                        მეც არ დამინდობს დრო და ჟამი მხდალი,მუხთალი

                                        და თვისი რაშით გამაქროლებს ალბათ ფეხმარდი,

მე თან ვიახლებ გაუხუნარ სექტემბრის ქარებს,

თმას რომ მაბნევდა შემოდგომის დაცვენილ ფოთლებს 

და მერე ბნელი სიმარტოვე გამითებს კარებს,

მისი სიცივე შემაშინებს, გულს ამითრთოლებს.

      ფიქრია ბეღელაძე💓💓💓

вторник, 13 апреля 2021 г.

შენაბრალები

                                                                                                                                                                                                       ისევ მიყვარხარ,  ძახილია გოდება გულის

                            ისევ მიყვარხარ   ,წამებაა ფაქიზი სულის.

                           ვერ დაგთმე განა, სიყვარული მხოლოდ ღელვაა

                          თვით ცხოვრებაა, საუკუნო გაელვებაა.

ჩემსკენ მოდიხარ, ნუღარ გოდებ გულო სნეულო,

არა, სხვა ჭირად სიყვარულად გადაქცეულო,

მიახლოვდები და თვალები დღესასწაულობს

ასე რად მიმზერ რად გაოცდი თვით სასწაულო

                                  ნუთუ კვლავ შენთვის ზეიმია ჩემი დანახვა,

                                  თუკი ასეა, აბა დღემდე, მითხარ სადა ხარ?

                             რატომ დაღალე მომლოდინე ჩემი თვალები,

                            თუ სალოცავად გაიხადე შენაბრალები.

არა, სიბრალულს სიყვარულთან არ აქვს ადგილი

თუ გებრალება, დავიწყებაც არის ადვილი.

მართლა ასეა? მაშინ წადი, სხვა გზით იარე

წყეულო, ნუღარ  განმიახლებ გულის იარებს.

                              მაგრამ მიმზერენ სიყვარულით სავსე თვალები,

                             მიხმობენ შენსკენ მოლოდინით განაწამები,

                            ბრწყინვალე ცრემლით უმძიმდება თვალთ წამწამები

                           და საუკუნედ მეორდება მოკლე წამები

ისევ მიყვარხარ, ძახილია ზეიმი გულის,

ისევ მიყვარხარ,  თავისკენ მიხმობს ფაქიზი სული,

ისევ  მიყვარხარ, ნეტარება ვიპოვე სრული,

ისევ მიყვარხარ, მოგონებას მიაქვს წარსული

                                                      ფიქრია ბეღელაძე


                      


                  


четверг, 27 февраля 2020 г.

სულში იასამნად ამიყვავდი

         ვუძღვნი ჩემს მეუღლეს
                                                        სულში იასამნად ამიყვავდი,
                                                       ანდა
                                                ტყემლის ყვავილ-აპრილად
                                        მე რომ ასე ძლიერ არ მიყვარდე,
                                            ვერ მოვერევით ადვილად


                            სული რომ გავცვალეთ გაგახსენდა?
                          -პეპლებს რომ ვიჭერდით მდელოზე
                         თავზე შეუმჩნევლად დაგვათენდა
                         მერე დაისამდე გელოდე.

    ისევ  იასამნად ამიყვავდი,
ახლაც, შეუმჩნევლად დაგვათენდა
პეპლებს რომ ვიჭერდით მდელოზე
  და
    სული
   რომ გავცვალეთ  გაგასსენდა????...

                                        ფიქრია ბეღელაძე            20. 02 2020