пятница, 18 мая 2018 г.

ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია მათემატიკა #1 გაკვეთილი რომელსაც ესწრებოდა შეფასების ჯგუფი


ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია
მათემატიკა ---დაწყებითი  III-კლასი         
მასწავლებელი  ია კეშელავა


   ჩემს მიერ ჩატარებული  გაკკვეთილის მიზანი იყო:   5-ზე გამრავლებამოსწავლემ გაიაზროს 5-ზე გამრავლების
არსი, შეძლოს გამრავლების მოქმედების დაკავშირება შეკრების მოქმედებასთან და ნამრავლი წარმოადგინოს ტოლი შესაკრებების ჯამის სახით, დაითვალოს რიცხვები 5-ის ბიჯით და შეძლოს 5-ის გამრავლების გამოყენება პრაქიკულად-ყოველდღიურ ცხოვრებაში.
 შევარჩიე სასწავლო რესურსები და ისეთი აქტივობები რომლებიც უზრუნველყოფდნენ მოსწავლეთა მაღალ ჩართულობას საგაკვეთილო
პროცესში, აგრეთვე მეთოდები რომლებიც შეესაბამებოდა სასწავლო აქტივობებს და კლასის ორგანიზების ფორმებს.
 გამოწვევის ფაზაზე გავააქტიურე მოსწავლეთა წინარე ცოდნა „შესასვლელი ტესტებით“
რომელზეც მოცემული ნამრავლი  წარმოდგინენ ჯამის სახით და ნახატების მიხედვით ჩაწერენ გამოსახულებები, აქვე იყო ერთი დავალება ახალი ასახსნელი თემიდან თუმცა არ შეუსწავლიათ მაგრამ  ანალოგიებით  მიხვდნენ და ამ სავარჯიშოს საშულებით მოვახდინე პროვოცირება და დაინტერესება ახალი ასახსნელი მასალის მიმართ მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი ამ დავალებას და შექებაც დაიმსახურეს. ამ აქტივობით შევძელი მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში                      
    2-აქტივობა დაფასთან მუშაობა
 მაპროვოცირებულ დავალებას გავაკრავ დაფაზე ,  რომელზეც არის დახატული ყვავილები ორ მწკრივად, თითო მწკრივში 5-5 ყვავილი, გამოვყოფთ ხუთეულებს,  შევადგენთ გამოსახულებას და ვიპოვით  მნიშვნელობას ანალოგიურად შევასრულებთ რამდენიმე სავარჯიშოს  გავიმეორებთ გამრავლების კომპონენტებს      „სამრავლი, მამრავლი, ნამრავლი
 3--სახელმძღვანელოში მუშაობა  
სავარჯიშო N1 და N2                                                                        სახაზავის გამოყანებით--დავითვალეთ 5-ის  და 3-ის ბიჯით:
დაფაზე დავხაზეთ სახაზავის მოდელი და ამ მოდელზე დავითვალეთ2-ის, 3-ის 4-ის და ხუთის ბიჯით,                                     ფერადი მაგნიტების საშულებით შევადგინეთ ხუთეულები და ჩავწერეთ გამრავლების გამოსახულებები   5×1= 5     5 . 2=10    5 . 3=15   5 .4=20  5. 5=25   5 . 6=30    5 . 7=35   5 . 8=40  5 . 9 =45     5 . 10=5    ამ აქტივობებით მოვახდინე ახალი მასალის ახსნა და ცოდნის კონსტრუირება
წუთშსვენებაზე გავაკეთეთ მხიარული სპორტული ვარჯიშები

ფაზა-რეფლექსია: ახალი  მასალის განმტკიცების  მიზნით შევასრულეთ
პრაქტიკული სამუშაო        ,, სტუმრად სკოლის ბუფეტში“ მოსწავლეებს დავურიგე  5-თეთრიანი მონეტები,დავალების ბარათები პროდუქტების ჩამონათვალი-ფასებით. მუშაობა მიმდინარეობდა წყვილებში, 5-თეთრიანი მონეტები  გამოიყენეს შესაკრებების სახით  და იყიდეს (პირობითად) მათთვის საყვარელი ტკბილეული.
ახალი მასალის უკეთ და სწრაფი ანგარიშისათვის გამოვიყენე    ინტერნეტ-თამაში  kids.ge - არითმეტიკა“
ეს თამაში არის სამი დონის მარტივი, საშუალო და რთული, თამაში მოიცავს შეკრება-გამოკლების ასევე გამრავლება გაყოფის მაგალითებს,მოსწავლეებისათვის გავითვალისწნე  ინდივიდუალურად საშუალო და რთული დონეები,ძალიან მოეწონათ და ხალისით ითამაშეს

 მოსწავლეთა შეფასებისას გამოვიყენე შეფასების რუბრიკა და შეფასება შუქნიშანი, თვითშეფასება, შეფასება  რა თქმა პოზიტიური  განმავითარებელი კომენტარებით.
 დრო განაწილებული მქონდა მიზნობრივად და სრულიად  გამოვიყენე გეგმაში გათვალისწინებული აქტივობები, და რაიმე  მნიშვნელოვან ცვლილებებს ადგილი არ ჰქონია, ყოველი აქტივობისათვის განსაზღვრული დრო საკმარისი აღმოჩნდა. თუმცა, ამავე გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში უფრო მეტ დროს დავუთმობდი პრაქიკულ სამუშაოს მათ ნამდვილად წავიყვანდი სკოლის ბუფეტში და ერთად ავარჩევდით ჩვენთვის სასურველ ტკბილეულს და  5-ის გამრავლების გამოყანება უფრო მეტად პრაქიკული იქნებოდა რა თქმა უნდა ამას გავითვალისწინებ შემდეგი გაკვეთილისათვის
 მოსწავლეებს მივეცი საშინაო დავალება, რომელიც ხელს შეუწყობს თემის უფრო ღრმად და საფუძვლიანად გაგებას,განუვითარებს მათ პასუხისმგებლობისა და ინდივიდუალური მუშაობის უნარ- ჩვევებს
        საბოლოო ჯამში  მიზანს მივაღწიე და შედეგით კმაყოფილი დავრჩი. ამ გაკვეთილით საძირკველი ჩავუყარე 5-ზე გამრავლებას და მის წარმატებით გამოყენებას ყოველღიურ ცხოვრებაში.






Комментариев нет:

Отправить комментарий