пятница, 18 мая 2018 г.

ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია, მათემატიკა III- კლასი # 2


ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია
მათემატიკა ---დაწყებითი  III-კლასი        
მასწავლებელი  ია კეშელავა


   ჩემს მიერ ჩატარებული  გაკკვეთილის მიზანი იყო:   5-ზე გაყოფა, გროვების დაყოფა ტოლი რაოდენობების   ჯგუფებად ტერმინების:გასაყოფი, გამყოფი და განაყოფის შესწავლა და 5-ის გაყოფის გამოყენება პრაქტიკაში.
  შევარჩიე სასწავლო რესურსები და ისეთი აქტივობები რომლებიც უზრუნველყოფდნენ მოსწავლეთა მაღალ ჩართულობას საგაკვეთილო
პროცესში, აგრეთვე მეთოდები რომლებიც შეესაბამებოდა სასწავლო აქტივობებს და კლასის ორგანიზების ფორმებს.
 გამოწვევის ფაზაზე გავააქტიურე მოსწავლეთა წინარე ცოდნა აქტივობით „ იპოვე  შეცდომა: მოსწავლეებს დაურიგე  ფერადი ბარათები. ბარათებში  იყო მოცემული გამოსახულებები არა სწორი
პასუხებით და მაპროვოცირებელი დავალებაც, მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი ამ დავალებას და შექებაც დაიმსახურეს. ამ აქტივობით შევძელი მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში
  სიღრმისეული წვდომის ფაზაზე ვიმუშავეთ დაფაზე, გამოვიყენე ჩემს მიერ მომზადებული პლაკატები, ფერადი მაგნიტების გროვები, გროვები დავშალეთ ხუთეულებად, შევადგინეთ როგორც შეკრება- გამოკლების ასევე გამრავლება-გაყოფის მაგალითები, ვიმუშავეთ სახელმძღვანელოში მოცემული სავარჯიშოების შესრულებაზე- ამ აქტივობებით  შევძელი ახალი მასალის ახსნა და ცოდნის კონსტრუირება
    შევისვენეთ 1 წუთი
ფაზა-რეფლექსია: ახალი  მასალის განმტკიცების  მიზნით შევასრულეთ
პრაქტიკული სამუშაო    „დავითვალოთ ღილები“, მუშაობა მიმდინარეობდა წყვილებში, მოსწავლეებს დავურიგე  განსაზღრული რაოდენობის ღილები და დავალების ბარათები, ბარათებში მითითებული იყო მხოლოდ გამყოფი-5, უნდა ეპოვათ გასაყოფი და განაყოფი მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი ამ დავალებას
 მოსწავლეთა შეფასებისას გამოვიყენე შეფასების რუბრიკა და შეფასება შუქნიშანი, თვითშეფასება, შეფასება  რა თქმა პოზიტიური  განმავითარებელი კომენტარებით.
 დრო განაწილებული მქონდა მიზნობრივად და სრულიად  გამოვიყენე გეგმაში გათვალისწინებული აქტივობები, და რაიმე  მნიშვნელოვან ცვლილებებს ადგილი არ ჰქონია, ყოველი აქტივობისათვის განსაზღვრული დრო საკმარისი აღმოჩნდა.ამავე გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევდი ჩემს ემოციურობას, რადგან ცოტა ვჩქარობ პასუხების მოლოდინში.
  მოსწავლეებს მივეცი საშინაო დავალება, რომელის ხელს შეუწყობს თემის უფრო ღრმად და საფუძვლიანად გაგებას, განუვითარებს მათ სააზროვნო, ასევე პასუხისმგებლობისა და ინდივიდუალური მუშაობის უნარ-ჩვევებს.                           

        საბოლოო ჯამში  მიზანს მივაღწიე და შედეგით კმაყოფილი დავრჩი. ამ გაკვეთილით საძირკველი ჩავუყარე 5-ზე გაყოფას და მის წარმატებით გამოყენებას ყოველღიურ ცხოვრებაში.




Комментариев нет:

Отправить комментарий