ნუღარ დაფიქრდები, ნუ ამიტირდები,
ნუღარ განმიახლებ იარას,
მარტოკა ფიქრი ვარ, ვერას დაგპირდები,
ფიქრი ვარ, იმედი კი არა.
სუნთქვაც ვარ ფერადი გაზაფხულის,
ზღაპრებში ფერიად წასული,
მთესველი სიკეთის, სიყვარულის,
ცრემლის და მოლოდინის ასული.
შენც ცრემლით ნუ მატყვევებ, ნუ ამიტირდები,
ნუღარ განმიახლებ იარას,
ცრემლსა და მოლოდინს მე ვერ დაგპირდები,
ფიქრი ვარ, იმედი კი არა!
ფიქრია ბეღელაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий