დღეს თავს მიხრიან ჩრდილნი შენს ხეთა,
მათ შვილობაზე ვერ ვთქვი უარი..
და სამუდამოდ მოვედი შენთან
მოვედი, განა როგორც სტუმარი.
გლოცავ, გეხვევი და გეკვრი გულში,
შენ ხარ ჩემი ოვნების დედა.
დაისადგურებს მარადი გულში,
ჩემი ფიქრები შენს მხრებზე სხედან.
მეძახდი განა, მოვედი შენთან,
გაფანტე ნისლი, ჩამოდგეს დარი
დღეს ჩემი გულის შენა ხარ ფეთქვა
და ფიქრთა ჩემთა ნავთსაყუდარი.
ვერ შეგელევი ლექსად წვიმს სულში,
ჩამძახეს თითქოს ხეთა რტოებმა
და როგორ მშობელს გეკვრები გულში,
შენ -სიყვარულის უსაზღვროებას.
ასე, წიგნივით მეშლები თვალწინ
და შენს უსაზღვრო სივრცეს გავცქერი.
დღეს ტრფობა შენი რითმებად მაწვიმს,
ხმაურობს ლექსში როგორც ჩანჩქერი.
ჩვენი ფიქრები დღეს ერთურთს ერთვის,
სიცოცხლე შენში საამურია.
ჩემთვის სულ სხვა ხარ ,
სულ სხვა ხარ ჩემთვის,
დღეს მშობლიური შენ ხარ გ უ რ ი ა
ფიქრია ბეღელაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий