ყორნებიც ტიროდნენ ვაჟკაცთა გვამებთან,
თითქოს ამ ცრემლებით დაიბნა ავსული.
დიდი და პატარა ლოცვად დგას ხატებთან,
რადგან განმეორდა შავ-ბნელი წარსული.
ვეღარ მოისვენეს ცოდვილმა სულებმა,
მშვიდობის პირისპირ აღმართეს მახვილი.
სიცოცხლის ტრფიალით ავსილმა გულებმა,
მიწას დაუტოვეს სისხლი და სამხილი.
ანთილი სანთლებად დიადი ტაძრები,
უფლის სიდიადის რწმენით ავსებულა,
ზეცამდე აღწევენ იმედის ზარები
თვით უფლის ცრემლებით თასი ავსებულა.
ყორნებიც ტიროდნენ ვაჟკაცთა გვამებთან,
დღეს ლოცვით ჩვენ იქნებ განვდევნოთ ავსული.
ხსნის ყველა გზა მაინც მიგვიყვანს ტაძრებთან,
ღმერთმა არ ინებოს, დაბრუნდეს წარსული.
ფიქრია ბეღელაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий