სულის სამრეკლოს რეკავენ ზარებს,
რა დიადია ეს წამი ახლა,
დღეს გააღებენ ამ ტაძრის კარებს,
წირვა-ლოცვაში ვინ იცის დაღლა?!
სუნთქავს სოფელი ახალი სისხლით
მის მაჯისცემას ითვლის ყოველი.
სევდის კაეშანს აქვს წონა მისხლის,
რადგან უწმინდეს წამებს მოველი.
წმინდა გიორგის მადლით ნათელი
კედლების მიღმა დარდს მალავს ულევს.
ლოცვად დამდგარი იწვის სანთელი
სიო უფანტავს საკმევლის სურნელს.
წმინდა გიორგის გფარავდეთ მადლი,
ამ სოფელს უფლის დიდი წყალობა,
ღვთისმშობლის ლოცვით, რწმენით და ძალით
მუდამ ისმოდეს ტკბილი გალობა!
ფიქრია ბეღელაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий