ამონაწერი დღიურიდან
ღვთისმშობლის წილხვედრიაო საქართველო...
მართლაც რომ ღვთისმშობლის მადლიანი კალთა იფარავს საქართველოს განსაცდელისგან,მრავალჯერ ნაიარავ მიწას უფლის შეწევნით მოუშუშებია იარები და იმედის შუქით ათბობს საქართველოს მზე...
დედაღვთისას მარგალიტია ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო....
მისი შეწევნით, ამ პატარა, მაგრამ დიდ სამოთხეს ბევრი შვილი ჰყავს ღვთისმოშიში, სათნო და კეთილგონიერი, სწორედ ასეთი ადამიანის ბატონი გიორგი ანდღულაძის ძალისხმევით ჩვენს სოფელში წმინდა გიორგის სახელლობის ტაძარი აშენდა. ახლა ყველა ქრისტიანს შეუძლია ილოცოს თავისი სულის ხსნისა და მამულისათვის
დღეს ექვსი მაისია. მთელი საქართველო, სადაც „ქართულად ჟამი შეიწირვის და წირვა- ლოცვა აღესრულების“, აღნიშნავს “ტყვეთა განმანთავისუფლებელი“ წმინდა გიორგის ხსენების დღეს, ფიქრებს თავს ვერ ვუყრი..... რაღაც უცნაური ღელავა მეუფლება... დღეს ტაძარი იხსნება და იკურთხება.....ტაძარი, სალოცავი ერისა და ბერისა. უფლის წინაშე ხომ ყველა თანასწორია და თავს ხრის მისი სიდიადის კრძალვით
ტაძარში შესული სულის ფორიაქს ვერ ვუძლებ და უცნაურად ცრემლით მევსება თვალები......ოღონდ ეს ცრემლები არ მცვივა...გულში წვეთავს.....ეს ხომ სიხარულის ცრემლია და დასაღვრელად ვერ ვიმეტებ......სიხარულის, რომელმაც არ იცის ზღვარი.. უფლის მადლითა და წყალობით აღმართულია ტაძარი. დიდი და პატარა გაბრწყინებული თვალებით შესცქერის გუმბათს. დღეს ხომ ორმაგად ღირსშესანიშნავი დღეა ჩვენთვის.
სულ ცოტა დროა რაც ამ სოფელში ვცხოვრობ.შვეწყვე და შევეთვისე ყველასა და ყველაფერს, მაგრამ ძალიან მაკლა წირვა-ლოცვის მადლი. სულის თვალისჩინი მეკარგებოდა და აჰა, გული სიხარულს ვეღარ იტევს.....
ტაძარი იკურთხა....მეუფე იოსებმა დალოცა მრევლი....
დღეიდან აქ წირვა ლოცვა აღესრულება, ერისა და მამულის მშვიდობისათვის,რაითა ლოცვით ცძკიოთ ბოროტს და სახლობდეს თითოეულ ჩვენთაგანში უფალი, შეგვეწიოს მისი განუზომელი მადლი. ღვთისმშობლის წყალობა და წმინდა გიორგის მფარველობა არ მოკლებოდეს ამ სოფელს, ბატონ გიორგის, ყველა ქრისტიანს,
დაე „იყოს მშვიდობა ქვეყანასა ზედა და კაცთა შორის სათნოება
ფიქრია ბეღელაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий