ქუჩა--ქუჩა, შარა-შარა
დაწანწალებს ქარი.
ერთხელ კიდევ მოიპარა
წიფლის ხეზე მივუსწარი.
ფოთოლს თავბრუ დაახვია,
დაუნგრია თვისი ფაცხა.
მინდორ-მინდორ, ხევ-ხევ სდია,
მერე კლდეზე მიანარცხა.
აიტაცა გულწასული,
მდინარეში მოისროლა.
მღვრიე ტალღამ ჩაითრია
მერე თავქვე გააქროლა.
ჰოდა იცით?-ის ფოთოლი
სამუდამოდ დაიკარგა
და დღეების სწრაფმა ქროლვამ
მიაფარა დროის ფარდა
დაივიწყა ხემ-მშობელმა,
გამოისხა სხვა ფოთლები.
ის წავიდა, სხვა მოვიდა
ისევ ისე მიდის წლები
ო, არ მინდა დროთა ქროლვამ
ფოთლის ბედი მეც მარგუნოს,
მღვრიე ტალღამ ჩამითრიოს
და უკვალოდ გადამკარგოს.
სულ ტყუილად, არაფრისთვის,
დაქრი დროის შავო ქარო,
განა ცდილობ მივიწყების
მძიმე ლოდი დამაფარო?!
ვეჭვობ, რად მე გაგისწარ,
ახლა ცის ლაჟვარდში დავქრი
უკვდავების ხენი დავრგე,
ვერ აშინებთ ყინვა ზამთრის.
მე წავალ და დარჩებიან
ფიქრთა ჩემთა მღაღადებლად,
ხან მეხოტბედ სიყვარულის,
ხან მამულის სადიდებლად.\
ფიქრია ბეღელაძე
დაწანწალებს ქარი.
ერთხელ კიდევ მოიპარა
წიფლის ხეზე მივუსწარი.
ფოთოლს თავბრუ დაახვია,
დაუნგრია თვისი ფაცხა.
მინდორ-მინდორ, ხევ-ხევ სდია,
მერე კლდეზე მიანარცხა.
აიტაცა გულწასული,
მდინარეში მოისროლა.
მღვრიე ტალღამ ჩაითრია
მერე თავქვე გააქროლა.
ჰოდა იცით?-ის ფოთოლი
სამუდამოდ დაიკარგა
და დღეების სწრაფმა ქროლვამ
მიაფარა დროის ფარდა
დაივიწყა ხემ-მშობელმა,
გამოისხა სხვა ფოთლები.
ის წავიდა, სხვა მოვიდა
ისევ ისე მიდის წლები
ო, არ მინდა დროთა ქროლვამ
ფოთლის ბედი მეც მარგუნოს,
მღვრიე ტალღამ ჩამითრიოს
და უკვალოდ გადამკარგოს.
სულ ტყუილად, არაფრისთვის,
დაქრი დროის შავო ქარო,
განა ცდილობ მივიწყების
მძიმე ლოდი დამაფარო?!
ვეჭვობ, რად მე გაგისწარ,
ახლა ცის ლაჟვარდში დავქრი
უკვდავების ხენი დავრგე,
ვერ აშინებთ ყინვა ზამთრის.
მე წავალ და დარჩებიან
ფიქრთა ჩემთა მღაღადებლად,
ხან მეხოტბედ სიყვარულის,
ხან მამულის სადიდებლად.\
ფიქრია ბეღელაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий