среда, 14 ноября 2018 г.

ნუ დარდობ

                   დედას
 ჩვენი ცხოვრება მღელვარე ზღვას ჰგავს,
მიდის წვალებით სიცოცხლის გემი.
შენ ჩემი წილი ღიმილიც დაგაქვს,
ზოგჯერ შენ გცვივა ცრემლებიც ჩემი.
                     ამბობ:„ცხოვრება  ომია მძიმე,
                     მასში იმარჯვებს სულით ძლიერი,
                     ჩამოიშორე სისუსტე მრუმე:
                     იყავ კეთილი, გულისხმიერი
 გისმენ და ვცდილობ შეძლებას ყოვლის,
რაც კი ცხოვრების მარგუნე საგზლად,
მე არ გავქრები ვით ფიფქი თოვლის
და არ ავირჩევ,გჯეროდეს სხვა გზას.
                    მე უნდა მივყვე არჩეულ ბილიკს
                    და დავემსგავსო ცხოვრების მკვლევარს,
                   მე უნდა ვიყო ნიავი დილის,
                   რომ მივაღწიო მიზანს თუ მწვერვალს.
ნუ დარდობ, ჩემს სულს ვერას დააკლებს
ცხოვრება მძიმე,ბნელი, ნათელი
მე ძლიერ ვარ,ჩემი სული ხომ
შენ ჩამოქენი როგორც სანთელი
                 შენ ჩემი სულის ხარ მოქანდაკე,
                 იცი, სად მიჭირს, შველა მჭირდება,
                იცი ცხოვრების აღმართიც,ვაკეც
                 სადაც უშენოდ გამიჭირდება.
მზადა ხარ მუდამ ჩემს გვერდით იდგე,                                                                                         
წამლად ედები სულის ჭრილობას
და ვმადლი უფალს,უსაზღვრის ვმადლი
რომ მე მარგუნა შენი შვილობა
                                                         ფიქრია ბეღელაძე

Комментариев нет:

Отправить комментарий