გარდაცვალება არ ღირს ცრემლებად,
შენც ნუ იდარდებ მოკვდები როცა.
მაინც შეშლილ სულს რა ეშველება,
თუ რამ მიშველის, შენ ერთის ლოცვა,
თუმცა შემაკრთობს ბნელი სიცივე,
ვეღარ გავუძლებ სულში ქარტეხილს.
თუმც, ამ ბნელ სულში ისევ იწვიმებს,
დაივიწყებენ ამ გულს გატეხილს.
განმირისხდება წუთისოფელი
და ჩემი ხსოვნა წამსვე გაქრება.
გაიქიკიკებს მეფისტოფელი
შემზარავს მისი იდუმალება.
გარდაცვალება არ ღირს ცრემლებად,
შენც ნუ იდარდებ მოკვდები როცა.
და ამ შეშლილ სულს რა ეშველება,
უშველის მხოლოდ შენ ერთის ლოცვა.
ფიქრია ბეღელაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий