ჩემი დარდი რომ დაგყვება მუდამ,
ასე ჭაღარა დაგათოვს თმაში,
გულს ხომ სილაღით ცხოვრება უნდა,
ჩემზე ნუ დარდობ, აღარ ვარ ბავშვი.
ვნატრობ შენს თბილ გულს, მზერას ნაღვლიანს
ვერას აკლებდეს ყინვები ზამთრის,
ცოცხლობდე მუდამ ჩემდა იმედად,
შენს სახეს კვალი არ აჩნდეს დარდის.
გული გაუხსენ სიხარულს, ღიმილს,
შენთან რა უნდა მოწყენას, სევდას,
ამ ვარსკვლავების თაიგულს გიძღვნი,
მე შენ მიყვარხარ, ძვირფასო დედა.
ფიქრია ბეღელაძე
ასე ჭაღარა დაგათოვს თმაში,
გულს ხომ სილაღით ცხოვრება უნდა,
ჩემზე ნუ დარდობ, აღარ ვარ ბავშვი.
ვნატრობ შენს თბილ გულს, მზერას ნაღვლიანს
ვერას აკლებდეს ყინვები ზამთრის,
ცოცხლობდე მუდამ ჩემდა იმედად,
შენს სახეს კვალი არ აჩნდეს დარდის.
გული გაუხსენ სიხარულს, ღიმილს,
შენთან რა უნდა მოწყენას, სევდას,
ამ ვარსკვლავების თაიგულს გიძღვნი,
მე შენ მიყვარხარ, ძვირფასო დედა.
ფიქრია ბეღელაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий