ო, რა ლამაზი საღამოა. სულს რომ აღაშფოთებს და იმედის ტახტრევანს გაშლის. ღამის დედოფალი ნელ-ნელა ამაყად მობრძანდება, ზეცად გაკიდებული,
ვარსკვლავთა მარხილით. მომაჯადოებლად მშვენიერი ღამე იწყებს სუნთქვას და თანდათან აღვივებს მის სიბნელეში მინავლებულ ხანძარს.
ახლად დაბადებული მთვარე პირგაბადრული შესცქერის დედამიწას, ღვთაებრივად უღიმის წუთისოფელს. მაინც რა მშვენიერია მთვარიანი ღამე......
იგი ხომ ჩემი ფიქრების მეუფეა. მის ლანდს ადევნებული ვცდილობ ხელით
შევეხო ბრდღვიალა მეგობარს ჩემსას.მაგრამ ზეცა არ მიხმობს, მთვარე ხომ მისი განძია,
ამ განძს კი არაფრით მითმობს გულზვიადი... დასანანია......
ღიმილით შევცქერი ზეცის ოქროს ღილების-ვარსკვლავთ ფერხულს და ორმაგად
ბედნიერი ვარ...
-რა იქნება ვარსკვლავი რომ მოწყდეს ციდან?
- უბედურების მაუწყებელიაო- ამბობენ ცრუმორწმუნენი. მე კი მგონია, ბედნიერებასაც
აუწყებს მავანთ, ო, ეს ბედნიერება...ჩემი ფიფრთა სავანე....
--ბედნიერება ერთეულების ხვედრიაო,-ამასაც ამბობენ, მე კი მინდა ყველა ბედნიერი იყოს.
--რაა ამისთვის საჭირო?
-----ღვთაებრივი სიყვარული...
.....ისევ ჩუმი, თეთრი ღამის სილამაზე მიპყრობს...მთვარიანი თამე დიდებულია, მაგრამ
ვისაც ბნელი, უკუნი ღამე არ უნახავს და არ შეუგრძვნია, ის ვერ შეიცნობს მთვარიანი
ღამის ზღაპრულ სომშვენიერეს. რატომღაც მგონია,იგი ფიქრისა და აზროვნების დედაა.
ფიქრთა კეთილთა....მიყვარს ღამე მაგრამ არა შავი და ბნელი,არამედ ასეთი, ციმციმა
ვარსკვლავებით მოჭედილი,სავსე მთვარით განათებული.
ვფიქრობ, ვფიქრობ დაუსრულებლად...აი, განთიადიც მოადგა სამყაროს კარიბჭეს
რა რიგ ლამაზია ვარდისფრად აფეთქებული ცა, ცვარს რომ ხასხასა,მწვანე მდელოზე აფენს და მის მოციმციმე სხივს შეჰხარის ნისლში გახვეული. მარგალიტის მძივად გაბნეული ცვარი ნაირფრად კიაფებს, თითქოს დედამიწამ თვის სიღრმეში ჩაფლული განძი გამოაჩინა, რათა დილის ცელქმასიომ, ხალას გულში ჩაიკრას და მისი ბრწყინვალებით მოხიბლულმა, უფრო ხალისიანად უქროლოს სერებს. მერე კი, დაქანცული,ცისკრის სიღრმეში ჩაიკარგოს და დილის მზის მობრძანებას დაელოდოს ცარგვალზე
მეშინია დილის გათენების...ვაითუ, ეს მხოლოდ ლამაზი ზმანებაა და თვალგახელილს ცივ რეალობაში მომიწიოს გადაბარგება..
თავს დამთენებია...ფუჭი ყოფილა ჩემი შიში. ეს რეალობაა! რეალური მშვენიერება ბუნებისა, რომელიც ზმანებებში კი ვერ იქნება ასე ლამაზი. მოდის დღე...ღმერთო მომეცი
ძალა ღამით დასახულ ფიქრებსა და ოცნებებს ფრთები შევასხა.... განახლებული მაჯისცემით ბრწყინავს დღე, არა დღე უფრო მიყვარს, დღე-ცხოვრების ბობოქარი ტალღებითა და ორომტრიალით. ესევ ვფიქრობ...... მაფიქრებს მიწიერი ამაოება.ამქვეყნიური ყოფა რაღაც დიდისა და მარადიულის კარიბჭეა....
- რა არის მარადიულობა?
- - მარადიულობა უკვდავებაა სულისა.
„სული სხეულშია დავანებული, სულში- გონიერება ჰგიებს, ხოლო გონება სიტყვაა, რომლის მეშვეობით განჭვრეტილი და განდიდებული ღმერთი უკვდავყოფს ადამიანის სულს“-ასე გვასწავლიან წმინდა მამები.
იცვლება დღე, იცვლება ღამე, საათს საათი ცვლის და წუთს წუთი, ბრუნავს წუთისოფელი. ნეტავი მას, ვისი სულიც უკვდავი გახდება. ამისთვის ხომ შეურიგებელი
ბრძოლაა საჭირო, ბრძოლა წუთისოფელთან. როგორ მინდა გაუმკლავდე წუთისოფელს ამაო ყოფას..... მაფიქრებს მრავალფეროვანი არჩევინს შესაძლებლობა, გზა ვიწრო და
გზა ფართო... ვიბნევი კიდეც...
გაუმკლავდები კი წუთისოფელს? მე ხომ გზა ამირჩევია....გზა გაუკაფავი ვიწრო და ძნელადსავალი.... როგორ მეშინოდა შენი წუთისოფელო, ახლა კი მხოლოდ მაფიქრებ..
მინდა უკეთ გაგიცნო,შენი გულის ცემა ვიგრძნო, სუნთქვას ვუდარაჯო.... შეგიცნო მანამ, ვიდრე ჩემთვის არ გათავდა წუთი და გაქრა სოფელი....
მაშ, გამარჯობა წუთისოფელო!
ფიქრია ბეღელაძე

Комментариев нет:
Отправить комментарий