აფეთქებულან ატმის რტოები,
ნაირფერებად ჰყვავის ბუნება,
ვარდისფერი თუ თეთრი გვირგვინი
ხეებს ახურავთ ხოდაბუნებად
ჩაიქირქილა კეკლუცმა სიომ,
ისევ მოსულა ეს გაზაფხული,
ო, დედამიწავ, მკვიდრთა სავანევ,
შენც სიხარულით ხარ დაზაფრული.
და იღიმება ნაზი ასული,
გიდგას დღეები ფერთა ღაღანით,
ახლა შენს გულზე ირწევა ნელა
ამ გაზაფხულის მწვანე აკვანი.
მზე ბრწყ9ინავს, ზეცა გაბადრულია,
მიწას მოუსხამს მწვანე მანტია
და ეს ზღაპრული მშვენიერება,
ჯადოსნურ ფუნჯით დანახატია.
ფიქრია ბეღელაძე
ნაირფერებად ჰყვავის ბუნება,
ვარდისფერი თუ თეთრი გვირგვინი
ხეებს ახურავთ ხოდაბუნებად
ჩაიქირქილა კეკლუცმა სიომ,
ისევ მოსულა ეს გაზაფხული,
ო, დედამიწავ, მკვიდრთა სავანევ,
შენც სიხარულით ხარ დაზაფრული.
და იღიმება ნაზი ასული,
გიდგას დღეები ფერთა ღაღანით,
ახლა შენს გულზე ირწევა ნელა
ამ გაზაფხულის მწვანე აკვანი.
მზე ბრწყ9ინავს, ზეცა გაბადრულია,
მიწას მოუსხამს მწვანე მანტია
და ეს ზღაპრული მშვენიერება,
ჯადოსნურ ფუნჯით დანახატია.
ფიქრია ბეღელაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий