четверг, 5 декабря 2019 г.

ჩვენ მაშინ შევხვდით

 
   
            იცრემლებოდნენ ღრუბლის ქულები,
            დაკარგულ სატრფოს სტიროდნენ თითქოს,
           ჩვენ მაშინ შევხვდით როდესაც წვიმდა
           და მე გამსგავსე  მღელვარე  სტრიქონს.
                                 გულის უხილავ სიმს აათრთოლებს
                                 სევდა ხილული მაგ  შენს თვალებში,
                                მე მაშინ ვნახე თითქოს ზღვის ღელვა
                                და შვება ვპოვე მღვრიე ტალღებში
         მე შენს ხატებას ნისლიანს ვხედავ,
         ეს  ზღაპარია, ანდა მითია,
         ვცდილობ გავერკვე შენა ხარ ნეტავ
         მე რომ ვეძებ და ვერ დამითმია?
                               ცაზე კვლავ დნება ღრუბელთა ქულა
                                 შენს ხმაში ვისმენ ღელვას ფიქრიანს,
                                არ მინდა, მაგრამ მაინც ვშორდებიტ,
                                წვიმის  წვეთებიც შენ მოგტირიან.
   მიდიხარ... ქრები ნისლებთან ერტად
და გულის ღელვა ცრემლად იღვრება,
 მე ვიცი, მჯერა, კვლავ რომ შევხვდებით
მაშინ  მზიანი დარი იქნება

                                                   ფიქრია ბეღელაძე

среда, 20 ноября 2019 г.

გაკვეთილის გეგმა ისტ-ში


საგანი------საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
კლასი---V
მოსწავლეთა რაოდენობა---6
სსსმ მოსწავლე--არ  არის
გაკვეთილის თემა:  ფიგურები პროგრამა paint-ში
გაკვეთილის მიზანი:  ინსტრუმენთა პანელის გამოყენებით ფიგურების დახატვა და ფერების შერჩევა, პროგრამა paint-ში სწრაფი მუშაობის უნარ- ჩვევების  ჩამოყალიბება
გაკვეთილის ხანგძლიობა    -45 წუთი
N
აქტივობა
აქტივობის
მიზანი
გამოყენებული
 მეთოდები
კლასის
ორგანიზება
სასწავლო
რესურსი
აქტივობისთვის
საჭირო
დრო ( წუთები)
1
წინარე
 ცოდნის გააქიურება

შესწავლილი
მასალის განმეორება-გახსენება
  კომპიუტერში
პროგრამის
Paint-გახსნა და მომზადება 
სამუშაოდ
კითხვა-პასუხები:
ინდივიდუა
ლური
ბუკები
სახელმძღვანელო



        7
2
ინსტრუმენტთა
პანელზე
Shapes-ფიგურების მნიშვნელობის გაცნობა
და ფერების შერჩევა,
ჩემს მიერ შესრულებული ნახატების ნიმუშად ჩვენება
პროგრამა paint-ის
საშუალებით ფიგურების შესაქმნელად ინსტრუმენთა პანელზე შესაბამის
ღილაკებზე სწრაფი
წვდომის უნარ-ჩვევების  ჩამოყალიბება

ვერბალური

მთელი
კლასი
ბუკები
პროექტორი





     15







3
პრაქტიკული
სამუშაო
„დავხატოთ
       ხე და ბუჩქი“
პროგრამა Paint- ში
 შექმნან ნახატები

                     პროგრამა Paint- ში
  მუშაობის უნარ-ჩვევების
ჩამოყალიბება

ინდივიდუალური

ბუკები
სახელმძღვანელო


  15
4
ნამუშევრების
შეფასება, ურთიერთშეფასება
მოსწავლეები შეაფასებენ  თავიანთ ნახატებს, გააცნობიერებენ
შეცდომებს

ინდივიდუალური
ბუკები


  5
5
საშინაო
დავალების მიცემა
„დავხატოთ შემოდგომის
სურათი“
კომპიუტერთან მუშაობის სწრაფი უნარ-ჩვევების
 ჩამოყალიბება

ინდივიდუალური
ბუკები

  3

ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგი:   სურათის შექმნა  გამზადებული გრაფიკული ელემენტების (მაგ. გეომეტრიული ფიგურების) კომბინაციით

ხელმოწერა--ია კეშელავა


                            შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
1-2 ქულა
3-5 ქულა
6-8 ქულა
9-10 ქულა
გრაფიკული
 რედაქტორის გამოყენება
ვერ
 იყენებს
უჭირს
გამოყენება
იშვიათად
სჭირდება
დახმარება
სრულად იყენებს
აქტიურობა/
ჩართულობა
არ ისმენს და არ არის ჩართული
ვერ აქტიურობს
და სუსტად ასრულებს
ნახატებს
ნაწილობრივ
აქტიურობს და არა სრულად ასრულებს
ნახატებს
სრულყოფილად
ასრულებს მოცემულ დავალებებს
(ნახატებს)



თარიღი   20.11.2019

воскресенье, 3 ноября 2019 г.

ნეტავ





                                       ყველგან თან დამდევს შენი ხატება,
                                       სიზმარშიც დარდად გამომყოლიხარ,
                                      ნეტავ ის იყო, ვინც მიყვარს შენში,
                                      ნეტავ ის იყო, ვინც მე მგონიხარ.

                                                               და არ მაქვს  დარდი ახლა არაფრის,
                                                               ეს უნდა  მეგრძნო, ახლოს მყოლიხარ,
                                                               მეტ მოწყალებას თვით ღმერთსაც არ ვთხოვ,
                                                               მისგანვე ბედად თუ დამყოლიხარ.
             
                                     ვივლით ცხოვრების დასასრულამდე,
                                    ხელგამოწვდილი ჩემსკენ მოდიხარ,
                                     ოღონდ ის იყავ, ვინც მიყვარს შენში,
                                    ოღონდ ის იყავ, ვინც მე მგონიხარ

მოლოდინი




                        წვიმმაა და იმ ადგილას  გიცდი,
                        სადაც გუშინ თვითონ მთხოვე მოსვლა,
                        ნახვის იმედს შეჰპარვია  ნისლი,
                       ცრემლი მახჩობს, ნუთუ აღარ მოხვალ....
    წვიმის წვეთმა შემომცინა თითქოს,
 შემდეგ მიწას დაეწვეთა კრძალვით,
  იქნებ მოსვლა ვერ შეძელი თვითონ,
 შენს მაგივრად წვიმის წვეთებს გზავნი.
                    საღამო ხანს წვიმამ გადაიღო,
                     გზაზე თითქოს აჩრდილები მოჩანს,
                    წვიმაა და ცრემლებს გზავნი ჩემთან,
                   მზე არის და ვერ შეძელი მოსვლა?!..
                                     
                                            ფიქრია  ფიქრია

понедельник, 30 сентября 2019 г.

ცხადიც სიზმარი ყოფილა

                     

                     ღამემ მშფოთარემ მიამბო,
                     სიზმარი თვალებფოფინა.
                   სიბნელემ როგორ მიაგნო,
                  რაც სასწაული ყოფილა!
                               როგორ მაქცია ვარსკვლავად,
                              მაჩუქა მთვარის სხივები
                             ხან ვკრიფე ზეცის ყვავილი,
                             ხან მთვარის სახლში შევედი.
     მიწაზე მოველ გავწიე,
    ხარივით მძიმე ჭაპანი.
  ცხადში ძლივს გამოვაღწიე,
    რადგან ჩამიქრა ლამპარი.
                             დამქანცა  ღამემ მშფოთარემ,
                             სიზმარმა----თვალებფოფინამ.
                             ცხადად მღიმარი ვარსკვლავიც,
                             თურმე, სიზმარი ყოფილა.

                                              ფიქრია ბეღელაძე

пятница, 20 сентября 2019 г.

ნეტავ ასე იყოს

                           

                               დღეს რატომ ვინატრე შენი დაბრუნება
                              რატომ   შემახსენეს  ცრემლებმა თავი,
                               თუმც  ვიცი წარსული აღარ დაბრუნდება,
                              რად არ მასვენებენ ფიქრები ავი.
       ლამაზი საღამოა ზეცით მოვლენილო,
      მიწიერ ცხოვრებასთან შენ რა გესაქმება,
     ცოდვილთ სამყოფელში სიზმრად მოფრენილო,
     უშენოდ დაკარგული წუთიც მენანება.
                               ფიქრებს გავაყოლებ ჩვეულ ბილიკებზე,
                              უკან დაბრუნებამ სევდა მომაფინა,
                              აღარ გავიხსენებ ამბებს ტირიფებზე,
                              თუ ამ  სტრიქონებმა ეს ხმა მოგაწვდინა

                                   ფიქრია    ფიქრია

четверг, 19 сентября 2019 г.

წუხელ






                        შენ    იმ   ჩანჩქერს    გავხარ   ახლა,
                       შორს რომ იკარგება   ქვებში,
                       დილის იდილიას გავხარ
                     კაცს რომ ერთი ნახვით შეშლის
                               ნეტავ . რატომ  გავჩნდი სულაც,
                               სხვის და  თვისი გულის მტერი
                                ჩემი ოცნებები სწუხან
                               გულში ჩაესილათ მტვერი.

                   შენ ხმას ვერ ვისმენ, ვერა,
        ვერც შენს ლამაზ თვალებს ვნახავ,
        ალბათ ნახანძრალი სულით
          მარტოს დამტოვებ და წახვალ.


                          ფიქრია ბეღელაძე

ბოროტია და რა ქნას




             ვერაფრით  გაძლებს ბოროტის ბრჭყალი
            ცოტა მაინც არ  გაგაკრას,
            უნდა დახუჭო მართალზეც თვალი----
            ასეთია და რა ქმას?
                                 გწამდეთ. შგეძლოს ის სხვის გულშიაც
                                 მოსპობს სიმართლის მარცვალს,
                                მას არ სწამს ღმერთის , თავისი მიაქვს---
                                ურწმუნოს ფიცის არ მწამს.

           შეეძლოს გაქცევს გამხმარ ყვავილად.
          მეტი შურით თუ გესლით,
         ნუ დაიჯერებთ, ასე ადვილად
      მისგან მხოლოდ რაც  გესმით.
                                უფრო მეტად კი მიენდეთ თვალებს,
                                ის არის სარკე სულის,
                               გესლს დაანთხევს და წამსვე მას დალევს,
                               არ წამს სიმშვიდე სრული.
          ვერაფრით გაძლებს ბოროტის ბრჭყალი
          ვინმეს მაინც არ გაჰკრას,
          საცოდავია და შეიბრალეთ
         ბოროტია და რა ქნას.

                                     ფიქრია.....ფიქრია

пятница, 21 июня 2019 г.

ელექრონული რესურსის რეფლექსია





         
სასწავლო ელექტრონული რესურსის რეფლექსია

ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო ელექტრონული რესურსი რომელიც არის შექმნილი   Movie-meker-პროგრამით  და მისი მისამართია:   
https://iakeshelava.blogspot.com/2016/10/blog-post_43.html                                      სახელწოდება    ნარიყალა
რესურსი წარმოადგენს ინტერნეტიდან ამოკრებილი  ფოტო მასალისაგან შედგენილ ფოტოკოლაჟს, რომელიც გახმოვანებულია იაკობ გოგებაშვილის  „ნარიყალა“ ტექსტის მიხედვით, შერჩეული აქვს მუსიკა, ხოლო ტექსტს კითხულობენ მოსწავლეები
იმისათვის რომ საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეებისათვის სახალისო, საინტერესო.მრავალფეროვანი, აგრეთვე შესასწავლი მასალა არ ყოფილიყო მოსაწყენი, გაზრდილიყო მათი მოტივაცია და საკითხით დაინტერესება გადავწყვიტე შემექმნა წინამდებარე რესურსი
რესურსის მიზანია მოსწავლეებმა ადვილად აღიქვან , გაიგონ და გაიაზრონ ტექსტი  აგრეთვე შეექმნათ გარკვეული წარმოდგენები იმდროინდელ ისტორიულ მოვლენებზე.
რესურსი გათვლილია დაწყებითი III—IV-კლასების მოსწავლეებისათვის, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით
ესგ ქართ1.4 მოსწავლეს შეუძლია  მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი  აზრი და დამოკიდებულება:
  მიმართულება--მოსმენა,
 მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია.
 დღევანდელი  სასწავლო გარემოსა და ასაკობრივი ჯგუფების ინტერესებიდან გამომდინარე ელექტრონული რესურსი შეესაბამება სწავლების არსებულ მოთხოვნებს და შექმნილია მოსწავლეთა ასაკობრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით, მორგებულია მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე და არის მოსწავლეთა და მასწავლებლის ერთიანი შრომის შედეგი.
     გამოყენების ინსტრუქცია:
  რესურსი მრავალჯერადი გამოყენებისაა, მარტივი,მასწავლებელმა შეიძლება უჩვენოს როგორც პროექტორის საშუალებით, ასევე ჩაუტვირთოს ბუკებში და გამოიყენოს „შებრუნებული საკლასო ოთახის დროს“



воскресенье, 12 мая 2019 г.

ლექსი უთქმელი





                            ლექსი უთქმელი
     
             ამეკვიატა ლექსი უთქმელი,
             ასე ფეხდაფეხ კვალდაკვალ მსდია.
             თავს მევლებოდა ნირშეუცვლელი,
             დამფოფინებდა ვით ჩვილს გადია.
                                     მას შემდეგ დავალთ განუყოფელად
                                    და ვახევთ ზეცას ღრუბლის არშიას,
                                    ხან ვდგავართ მიწის ერთგულ მცველებად,
                                    როს გაზაფხულის ფერთა მარშია.
              აღარ მომწყინდა მზერა აპრილის,
             ვით ცისარტყელას ფერთა თამაში,
             თან სურნელება მინდვრის ყვავილის,
            ადევნებული ფიქრის მარმაში.
                                   ვერ დავაატყვევე ლექსი უთქმელი,
                                  თუმც მან თვითონვე ფეხდაფეხ მსდია
                                 ახლა კი მე ვარ მასზე მზრუნველი,
                                  დავყვები ყველგან, ვით ბავშვს გადია.

                                      ფიქრია ბეღელაძე

среда, 17 апреля 2019 г.

ფიქრი ვარ



                                 ნუღარ დაფიქრდები, ნუ ამიტირდები,
                                ნუღარ განმიახლებ  იარას,
                               მარტოკა ფიქრი ვარ, ვერას დაგპირდები,
                               ფიქრი ვარ, იმედი კი არა.
                                                სუნთქვაც ვარ ფერადი გაზაფხულის,
                                                ზღაპრებში ფერიად წასული,
                                                მთესველი სიკეთის, სიყვარულის,
                                               ცრემლის და მოლოდინის ასული.
                            შენც ცრემლით ნუ მატყვევებ, ნუ ამიტირდები,
                          ნუღარ განმიახლებ იარას,
                          ცრემლსა და მოლოდინს მე ვერ დაგპირდები,
                          ფიქრი ვარ, იმედი კი არა!
                                                 
                                                             ფიქრია ბეღელაძე

ისევ გნარტობ



                          ისევ გნატრობ,  სულში როგორ აცივდა,
                         გულში ფიქრის სუსხიანი თოვლია.
                          იქნებ გულიც ფიქრის დარად გაცივდა,
                        ზღვის მიჯნურად მაინც რჩება თოლია.
                                                           გაითოშა ისევ ჩემი სარკმელი,
                                                          სულში მწველი ხანძარი და ნისლია.
                                                         ისევ გნატრობ...ვერ დავმალე სათქმელი,
                                                        ეულ ფიქრის, „მუზის“ პარაკლისია!.....
                                                                                        ფიქრია ბეღელაძე

რატომ მიმატოვე



                          მე შენთვის დავკრიფე თეთრი გვირილები
                         და ცელქ დილის ნიავს სუნთქვა ჩავაბარე,
                         შენთვის დაწერილი ვრცელი წერილებით
                        ისევ მენატრები,  ჩუმად დავაბარე.
                                       იქნებ არ მოვიდა, უგზოდ დაიკარგა,
                                      ჩემგან თქმული სიტყვა მან სხვას დააბარა,
                                      ის კეკლუცი სიოც ხევში ჩაიკარგა
                                      ჩვენ კი მიგვატოვა სევდის ანაბარა.
                    ჩემგან დაკრეფილ იმ თეთრ გვირილებსაც
                    ლოდინად დააჭკნობს ჩემი სიმარტოვე,
                   მერე ყალბ ღიმილით უხმოდ გაგვეცლება,
                    ფიქრიც, უსაშველო, მარტო მიგვატოვებს.
                                        და ასევ დაღლილი ფიქრი მარტოსული
                                       თეთრ თოვლად დაგვათოვს, გულებს გაგვიყინავს.
                                      კვლავ გაგვახსენდება ის შორი წარსული
                                      სახელებს რომ ვაწერდით ყინვით დამზრალ მინას.
                                                    ხელში ჩამაკვდება თეთრი გვირილები,
                                                   სულში გახელებით იყეფს სიმარტოვე,
                                                   ჩვენ კი, ცხოვრებისგან უღვთოდ დაღლილები,
                                                   ფიქრით ვსაყვედურობთ : რატომ მიმატოვე...

                                                                            ფიქრია ბეღელაძე

ისევ მოგწერ




                             ისევ  მოგწერ...უსაშველო ტკივილად,
                              სულში ყვავის ეკლიანი ვარდები.
                            ისევ მოგწერ....თორემ მუზის კივილად,
                             გაგიჟებით მე ერთს შემიყვარდები.
                                                 აყვავდება სულში თეთრი შროშანი,
                                                საპატარძლოს მორთულს როგორ მიაგავს,
                                                დარდით კვდება სევდიანი მგოსანი,
                                                 წაუღია ვერაგ ფიქრთა ნიაღვარს.
                         საით მიაქვს, როგორ ევნო, ეწამა
                         ბრაზიანად ქუხს ცხოვრება მდინარე.
                       თუ სიცოცხლემ გაირბინა ერთ წამად,
                       გაღვიძებას ვერ მოასწრებს მძინარე.
                                                 ამად მოგწერ.... უსაშველოდ ტკივილად,
                                                 მწველ   ფიქრებში თავს ამაოდ ვიკარგავ.....
                                                 ჩემს სიყვარულს, მოსულს მუზის კივილად,
                                                 ვარსკვლავებით ცაზე ამოგიქარგავ
   
                                                                 ფიქრია ბეღელაძე
                            

пятница, 12 апреля 2019 г.

მამულის მიწას, ცხინვალის ზეცას, ცრემლებით სველი თალხები ეცვა......



                 ყორნებიც ტიროდნენ ვაჟკაცთა გვამებთან,
                  თითქოს ამ ცრემლებით დაიბნა ავსული.
                 დიდი და პატარა ლოცვად დგას ხატებთან,
                  რადგან განმეორდა შავ-ბნელი წარსული.
                               ვეღარ მოისვენეს ცოდვილმა სულებმა,
                               მშვიდობის პირისპირ აღმართეს მახვილი.
                              სიცოცხლის ტრფიალით ავსილმა გულებმა,
                              მიწას დაუტოვეს სისხლი და სამხილი.
        ანთილი სანთლებად დიადი ტაძრები,
        უფლის სიდიადის რწმენით ავსებულა,
        ზეცამდე აღწევენ იმედის ზარები
         თვით უფლის ცრემლებით თასი ავსებულა.
                                    ყორნებიც ტიროდნენ ვაჟკაცთა გვამებთან,
                                   დღეს ლოცვით ჩვენ იქნებ განვდევნოთ ავსული.
                                    ხსნის ყველა გზა მაინც მიგვიყვანს ტაძრებთან,
                                    ღმერთმა არ ინებოს, დაბრუნდეს წარსული.

                                                                     ფიქრია ბეღელაძე

მენატრება



          თითქოს მდუმარენი მთები შევერცხლილან
          დღეები ანთებულან კელაპტრებად.
         მერცხლები,მაკრატელა  მერცხლები გაფრენილან
         დღეს მისი ჭიკჭიკი მენატრება
                 ჩუმად ჩურჩულებენ, კვნესიან დღეები
                 ოქტომბრის ნიავი ხეს მძლავრად შეარხევს,
                მრისხანე ქარიშხალსაც ამაყად შეებით
                იგი ხომ დაუნდობლად გაძარცვავს ყველა ხეს.
 ნაძარცვი ფოთლებით, მღელვარე წამებით
წავა შემოდგომა,მზეს ოქროდ დაადნობს
მიწის საიდუმლოს წაიღებს ნიავი
წაიღებს და ზეცის სილურჯეს გაანდობს.
                 მერე დაბრუნდება ისევ უფლის ნებით
                და დღეებს კვლავ აანთებს კელაპტრებად,
                ისევ შორეული მოვა შემოდგომა
                მე რომ ოქტომბერშიც მენატრება
                     
                                        ფიქრია ბეღელაძე

четверг, 11 апреля 2019 г.

სულის სამრეკლო



       სულის სამრეკლოს რეკავენ ზარებს,
   რა დიადია ეს წამი ახლა,
   დღეს გააღებენ ამ ტაძრის კარებს,
  წირვა-ლოცვაში ვინ იცის დაღლა?!
                სუნთქავს სოფელი ახალი სისხლით
                მის მაჯისცემას ითვლის ყოველი.
                სევდის კაეშანს აქვს წონა მისხლის,
                რადგან უწმინდეს წამებს მოველი.
  წმინდა გიორგის მადლით ნათელი
 კედლების მიღმა დარდს მალავს ულევს.
  ლოცვად დამდგარი იწვის სანთელი
   სიო უფანტავს საკმევლის სურნელს.
              წმინდა გიორგის გფარავდეთ მადლი,
             ამ სოფელს უფლის დიდი წყალობა,
              ღვთისმშობლის ლოცვით, რწმენით და ძალით
               მუდამ ისმოდეს ტკბილი გალობა!

                                   ფიქრია ბეღელაძე

„კაცთა შორის სათნოება“


   ამონაწერი დღიურიდან
                               
                         ღვთისმშობლის წილხვედრიაო საქართველო...
        მართლაც რომ ღვთისმშობლის მადლიანი კალთა იფარავს საქართველოს განსაცდელისგან,მრავალჯერ ნაიარავ მიწას უფლის შეწევნით მოუშუშებია იარები და იმედის შუქით ათბობს საქართველოს  მზე...
      დედაღვთისას მარგალიტია ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო....
მისი შეწევნით, ამ პატარა, მაგრამ დიდ სამოთხეს ბევრი შვილი ჰყავს ღვთისმოშიში, სათნო და კეთილგონიერი, სწორედ ასეთი ადამიანის ბატონი გიორგი ანდღულაძის ძალისხმევით ჩვენს სოფელში წმინდა გიორგის სახელლობის ტაძარი აშენდა. ახლა ყველა ქრისტიანს შეუძლია ილოცოს თავისი სულის ხსნისა და მამულისათვის
         დღეს  ექვსი მაისია. მთელი საქართველო, სადაც „ქართულად ჟამი შეიწირვის და წირვა- ლოცვა აღესრულების“, აღნიშნავს “ტყვეთა განმანთავისუფლებელი“ წმინდა გიორგის ხსენების დღეს,     ფიქრებს თავს ვერ ვუყრი..... რაღაც უცნაური ღელავა მეუფლება... დღეს ტაძარი იხსნება და იკურთხება.....ტაძარი, სალოცავი ერისა და ბერისა. უფლის წინაშე ხომ ყველა თანასწორია და თავს ხრის მისი სიდიადის კრძალვით
         ტაძარში შესული სულის ფორიაქს ვერ ვუძლებ და უცნაურად ცრემლით მევსება თვალები......ოღონდ ეს ცრემლები არ მცვივა...გულში წვეთავს.....ეს ხომ სიხარულის ცრემლია და დასაღვრელად ვერ ვიმეტებ......სიხარულის, რომელმაც არ იცის ზღვარი.. უფლის მადლითა და წყალობით აღმართულია  ტაძარი. დიდი და პატარა გაბრწყინებული თვალებით შესცქერის გუმბათს.  დღეს ხომ ორმაგად ღირსშესანიშნავი დღეა ჩვენთვის.
        სულ ცოტა დროა რაც ამ სოფელში ვცხოვრობ.შვეწყვე და შევეთვისე ყველასა და ყველაფერს, მაგრამ ძალიან მაკლა წირვა-ლოცვის მადლი. სულის თვალისჩინი მეკარგებოდა და აჰა, გული სიხარულს ვეღარ იტევს.....
        ტაძარი იკურთხა....მეუფე იოსებმა დალოცა მრევლი....
დღეიდან აქ წირვა ლოცვა აღესრულება, ერისა და მამულის მშვიდობისათვის,რაითა ლოცვით ცძკიოთ ბოროტს და სახლობდეს  თითოეულ ჩვენთაგანში უფალი, შეგვეწიოს მისი განუზომელი მადლი. ღვთისმშობლის წყალობა და წმინდა გიორგის მფარველობა არ მოკლებოდეს ამ სოფელს, ბატონ გიორგის, ყველა ქრისტიანს,
 დაე „იყოს მშვიდობა ქვეყანასა ზედა და კაცთა შორის სათნოება

                                                            ფიქრია ბეღელაძე