четверг, 29 ноября 2018 г.

ეს ღამე



                                                  ეს ღამე უძილოდ უნდა გავათენო,
                                                  ფიქრი მაწვალებს და მერე როგორი.
                                                  როგორ წაგვგლიჯეს სოხუმი, სამაჩაბლო,
                                                  ალბათ, ისე უნდათ წაგვართვან კოდორი.
                   ვშიშობ, ხომ არ გაქრა ქართული სიამაყე,
                   ან ხომ არ დავკარგეთ თავდაცვის უნარი,
                  ავადმყოფს მანამ მივხედოთ, უშველოთ
                   ვიდრე არ დაკარგავს იმედებს მკურნალი.
                                              ვხედავ, წამომდგარან აჩრდილნი წინაპართა,
                                              ზღაპრული რაშებით დანიავქარობენ,
                                               მტერი იფანტება სულმოკლე, ურჯუკი,
                                                აჩრდილნი ელიან და აღარ ჩქარობენ.
                 ეს ღამე ლოცვით უნდა გავათენო,
                 უნდა განდევნო ზმანება მეწამული,
                 ეს ღამე ლოცვით უნდა გავათენო
                 და ღმერთს შევავედრო მე ჩემი მამული.

                                                           ფიქრია ბეღელაძე
                                           

შენ ერთის ლოცვა



                                 გარდაცვალება არ ღირს ცრემლებად,
                                 შენც ნუ იდარდებ მოკვდები როცა.
                                  მაინც შეშლილ სულს რა ეშველება,
                                  თუ რამ მიშველის, შენ ერთის ლოცვა,
          თუმცა შემაკრთობს ბნელი სიცივე,
           ვეღარ გავუძლებ სულში ქარტეხილს.
          თუმც, ამ ბნელ სულში ისევ იწვიმებს,
          დაივიწყებენ ამ გულს გატეხილს.
                              განმირისხდება წუთისოფელი
                               და ჩემი ხსოვნა წამსვე გაქრება.
                                გაიქიკიკებს მეფისტოფელი
                               შემზარავს მისი იდუმალება.
             გარდაცვალება არ ღირს ცრემლებად,
             შენც ნუ იდარდებ მოკვდები როცა.
             და ამ შეშლილ სულს რა ეშველება,
              უშველის მხოლოდ შენ ერთის ლოცვა.

                                                          ფიქრია ბეღელაძე
           

დღეს ხვალინდელს

         
             მზე რომ სხივებს უხვად მაყრის
             სიცივე ვერ მეკარება,
             მაინც მზარავს ცივი ზამთრის
             გაყინული მდუმარება.
                           რატომ უნდა დავემსგავსო,
                          შემოდგომის ყვითელ ფოთოლს,
                          თქვან: მარტოსულს როგორ ჰგავსო,
                           შეუფერავს ვერაგ დროსო.
           რატომ, როცა დღეს ხვალინდელს
           გაუშლია ლაღად ფრთები,
           დილა ხანძრად ანთებული
          მისი სხივით ვცოცხლობ, ვთბები.
                        დღეს მპირდება დილა  მზიანს,
                        სანაქებოს, საარაკოს,
                        სხვა რა მინდა ადამიანს,
                        დრომ უკვალოდ არ დამკარგოს.
         ჩამიაროს ქარიშხალმა,
        მტკიცედ ვიდგე მგზავრი მწირი.
         დამიფაროს მზის სხივებმა
        ცივ ზამთრისგან განაწირი.
                    რას დამაკლებს ყინვა მკაცრი
                    ან ცივ თოვლის ყრუ ქვითინი,
                   მზე თუ ისევ სხივებს მაყრის,
                    ჩემ წილ ცაზე გაფოთლილი.

                                        ფიქრია ბეღელაძე

среда, 28 ноября 2018 г.

ვერ შევჩერდები




           ნუ შეჩერდები, წინ დიდი გზა გაქვს-
         შინაგანი ხმა ჩამესმის ბედად,
        არ ვნაღვლობ, როცა არავინ მისმენს,
       ან უფრო მეტიც   თუ მთვლიან ყბედად.
                       მე ჩემი წილი გზა განვლო უნდა
                        და ჩემი წილი ყამირი მოვხნა,
                       რომ მივაღწიო ოცნების მწვერვალს
                      და გავამართლო ამქვეყნად მოსვლა!
    მაგრამ გზა თუ ვერ გავიადვილე
    მას უბრძოლველად ვერაფრით დავთმობ,
     როცა ეს ბილიკიც მწვერვალთან მივა,
    იმედი ამის მალაღებს, მართობს
                      ვერ შვჩერდები, წინ დიდი გზა მაქვს,
                       მე უნდა ჩემი ყამირი მოვხნა
                       რომ მივაღწიო დასახულ მიზანს
                      და გავამართლო ამქვყნად ყოფნა.

                                      ფიქრია ბეღელაძე         

понедельник, 19 ноября 2018 г.

საქართველოს სადღეგრძელოდ

     
          ახლა ვნატრობ, რომ გადავიქცე მე შენთვის მგოსნად
          და სადღეგრძელო შენი შევსვა მინდვრის ცვარ-ნამით,
          ახლა, როცა შენს ზურმუხტ ზეცას შუქ--ჩრდილი მოსავს,
          ლოცვად მიიღე ფიქრი ჩემი ლექსად ნათქვამი.
                               შენს ცას, ლურჯთვალას, ვერასდროს ავნოს ღრუბელმა,
                                დე,ღრუბლის ჩრდილმაც ვერასდროს გადაუაროს,
                                ირგვლივ სამყარო დაატყვევოს ნაბიჯმა შენმა,
                                მუდამ აღმასვლით შეუპოვრად  წინ, წინ იარო.
           შენი ლამაზი მთა-გორები აწვდილი ცამდე,
           შენი ველები მოხასხასე მწვანე ფერებით
           უფრო ელავდეს, მისი ელვა კი ზღვის ღელვას ჰგავდეს,
           მათ სადღეგრძელოს კრძალვით   სვამდნენ აზარფაშებით.
                                  მუდამ ჰყვაოდეს შენი ბაღი,შენი ვენახი,
                                   დე, მეზვრე შენი კვლავ ამყნობდეს რქას სამამულეს,
                                   კვლავ აძოვებდეს მენახირე ველებზე ნახირს,
                                   მწყემსი კეთილნი აკვნესებდნენ კვლავ სალამურებს.
         ისევ გიზრდიდეს შვილებს გმირად ქართველი დედა,
         მეფე დავითის მხნე მარჯვენამ შეგვკრას ერთ მუშტად,
          შენს ბედის  ვარსკვლავს ცაზე ბრწყინავ შუქურად ვხედავ,
         თუმცა, ვიცი, რომ მას უცქერენ მზაკვრულად,კუშტად.
                                  ახლა მწადია, მგოსნად ვიქცე მე მხოლოდ შენთვის
                                   და ოქროს თასით სადღეგრძელოდ შევსვა ცვარ-ნამი,
                                   შენი მზის ღიმილს ღმერთის ლოცვა ფარავს და ერთვის,
                                    ეს სადღეგრძელო შენი ჩემგან ლექსად ნათქვამი.

                                                                        ფიქრია ბეღელაძე

четверг, 15 ноября 2018 г.

ერთად ქართველნო

           


                           დილავ მზიანო, მშვიდობა შენდა,
                           შენს გათენებას  მუდამ ველოდი,
                           მაშ, შენს მაგიერ იმედს ვინ მფენდა,
                           შენით ვხარობდი, შენთვის მღეროდი.
        გელოდი ასე პოეტურ თრთოლვით,
      გეძებდი, როგორც ელვა ცის ტატნობს.
      გელოდებოდი შენებურ ქროლვით,
     შენს უამესი რაღა ვინატრო.
                          როგორ, რით დავთმო მშვენება შენი
                         ის ბარი, ის მთა, ან ეს ლურჯა ცა,
                         ყველას ხომ ჩვენი მზის ელვა გვშვენის,
                         ჩემი ცის, მიწის სილაღეს ვფიცავ.
    დე გაგვითენდეს შენებრ მრავალთ
  და ნაბიჯ-ნაბიჯ, სულ წინ ვიაროთ
   შენს ცხრათვალა მზეს, შერჩეს ცხრა თვალი,
   ბეწვის ხიდიც მხნედ გადავიაროთ.
                       მშვიდობა შენდა, დილავ მზიანო,
                       წინამორბედო იმ ნათელ დღეთა,
                      რომ ერო ჩემო, სულ წინ იარო
                      ერთად ქართველნო, ქართველნო ერთად.

                                                           ფიქრია ბეღელაძე

среда, 14 ноября 2018 г.

მომენატრე

                             


                                       ღამის სიო მიყვებოდა ამბებს,
                                       თურმე ჩვენზე ჭორაობდა ქარი.
                                       მომენატრე, ვინ გაიგებს ზრახვებს,
                                       სიყვარულით გულანთებულ ქალის.
           მახსოვს მისი გაღიმება ცივი
          და თვალების ცეცხლოვანი კრთომა.
          გამთბარ გულში ჩაუმქრალი სხივი,
         ცრემლის წვეთის ბაგეებზე კვდომა.
                                          გულში დაღად დარჩენილი კოცნა,
                                          მონატრების მოელვარე ალი,
                                           გაზაფხულზე-შემოდგომის მოცდა,
                                          დარდისაგან თმაჭაღარა ქალი.
           მომენატრე, ღამის სიო მოსთქვამს,
           ცვივა ცრემლად მღელვარება წყნარი,
           მომენატრე, მომენატრე ძლიერ,
          დრომ გამწირა ოცნებებით მთვრალი.   
                                                                            ფიქრია ბეღელაძე
                                

ნუ დარდობ

                   დედას
 ჩვენი ცხოვრება მღელვარე ზღვას ჰგავს,
მიდის წვალებით სიცოცხლის გემი.
შენ ჩემი წილი ღიმილიც დაგაქვს,
ზოგჯერ შენ გცვივა ცრემლებიც ჩემი.
                     ამბობ:„ცხოვრება  ომია მძიმე,
                     მასში იმარჯვებს სულით ძლიერი,
                     ჩამოიშორე სისუსტე მრუმე:
                     იყავ კეთილი, გულისხმიერი
 გისმენ და ვცდილობ შეძლებას ყოვლის,
რაც კი ცხოვრების მარგუნე საგზლად,
მე არ გავქრები ვით ფიფქი თოვლის
და არ ავირჩევ,გჯეროდეს სხვა გზას.
                    მე უნდა მივყვე არჩეულ ბილიკს
                    და დავემსგავსო ცხოვრების მკვლევარს,
                   მე უნდა ვიყო ნიავი დილის,
                   რომ მივაღწიო მიზანს თუ მწვერვალს.
ნუ დარდობ, ჩემს სულს ვერას დააკლებს
ცხოვრება მძიმე,ბნელი, ნათელი
მე ძლიერ ვარ,ჩემი სული ხომ
შენ ჩამოქენი როგორც სანთელი
                 შენ ჩემი სულის ხარ მოქანდაკე,
                 იცი, სად მიჭირს, შველა მჭირდება,
                იცი ცხოვრების აღმართიც,ვაკეც
                 სადაც უშენოდ გამიჭირდება.
მზადა ხარ მუდამ ჩემს გვერდით იდგე,                                                                                         
წამლად ედები სულის ჭრილობას
და ვმადლი უფალს,უსაზღვრის ვმადლი
რომ მე მარგუნა შენი შვილობა
                                                         ფიქრია ბეღელაძე

вторник, 13 ноября 2018 г.

გამარჯობა წუთისოფელო

                   ო, რა ლამაზი საღამოა. სულს რომ აღაშფოთებს და იმედის ტახტრევანს გაშლის. ღამის დედოფალი ნელ-ნელა ამაყად მობრძანდება, ზეცად გაკიდებული,
ვარსკვლავთა მარხილით. მომაჯადოებლად მშვენიერი ღამე იწყებს სუნთქვას და თანდათან აღვივებს მის სიბნელეში მინავლებულ ხანძარს.
              ახლად დაბადებული მთვარე პირგაბადრული შესცქერის დედამიწას, ღვთაებრივად უღიმის წუთისოფელს. მაინც რა მშვენიერია მთვარიანი ღამე......
           იგი ხომ ჩემი ფიქრების მეუფეა. მის ლანდს ადევნებული ვცდილობ ხელით
შევეხო ბრდღვიალა მეგობარს ჩემსას.მაგრამ ზეცა არ მიხმობს, მთვარე ხომ მისი განძია,
 ამ განძს კი არაფრით მითმობს გულზვიადი... დასანანია......
     ღიმილით შევცქერი ზეცის ოქროს ღილების-ვარსკვლავთ ფერხულს და ორმაგად
ბედნიერი ვარ...
   -რა იქნება ვარსკვლავი რომ  მოწყდეს ციდან?
  - უბედურების მაუწყებელიაო- ამბობენ ცრუმორწმუნენი. მე კი მგონია, ბედნიერებასაც
  აუწყებს მავანთ, ო, ეს ბედნიერება...ჩემი ფიფრთა სავანე....
  --ბედნიერება ერთეულების ხვედრიაო,-ამასაც ამბობენ, მე კი მინდა ყველა ბედნიერი იყოს.
     --რაა ამისთვის საჭირო?
-----ღვთაებრივი სიყვარული...
 .....ისევ ჩუმი, თეთრი ღამის სილამაზე მიპყრობს...მთვარიანი თამე დიდებულია, მაგრამ
  ვისაც ბნელი, უკუნი ღამე არ უნახავს და არ შეუგრძვნია, ის ვერ შეიცნობს მთვარიანი
 ღამის ზღაპრულ სომშვენიერეს. რატომღაც მგონია,იგი ფიქრისა და აზროვნების დედაა.
ფიქრთა კეთილთა....მიყვარს ღამე მაგრამ არა შავი და ბნელი,არამედ ასეთი, ციმციმა
ვარსკვლავებით მოჭედილი,სავსე მთვარით განათებული.
             ვფიქრობ, ვფიქრობ დაუსრულებლად...აი, განთიადიც მოადგა სამყაროს კარიბჭეს
 რა რიგ ლამაზია ვარდისფრად აფეთქებული ცა, ცვარს რომ ხასხასა,მწვანე მდელოზე აფენს და მის მოციმციმე სხივს შეჰხარის ნისლში გახვეული. მარგალიტის მძივად გაბნეული ცვარი ნაირფრად კიაფებს, თითქოს დედამიწამ თვის სიღრმეში  ჩაფლული განძი გამოაჩინა, რათა დილის ცელქმასიომ, ხალას გულში ჩაიკრას და მისი ბრწყინვალებით მოხიბლულმა, უფრო ხალისიანად უქროლოს სერებს. მერე კი, დაქანცული,ცისკრის სიღრმეში ჩაიკარგოს და დილის მზის მობრძანებას დაელოდოს ცარგვალზე
        მეშინია დილის გათენების...ვაითუ, ეს მხოლოდ ლამაზი ზმანებაა და თვალგახელილს ცივ რეალობაში მომიწიოს გადაბარგება..
   თავს დამთენებია...ფუჭი ყოფილა ჩემი შიში. ეს რეალობაა! რეალური მშვენიერება ბუნებისა, რომელიც  ზმანებებში კი ვერ იქნება ასე ლამაზი. მოდის დღე...ღმერთო მომეცი
ძალა ღამით დასახულ ფიქრებსა და ოცნებებს ფრთები შევასხა.... განახლებული მაჯისცემით ბრწყინავს  დღე, არა დღე უფრო მიყვარს, დღე-ცხოვრების ბობოქარი ტალღებითა და ორომტრიალით. ესევ ვფიქრობ...... მაფიქრებს მიწიერი ამაოება.ამქვეყნიური ყოფა რაღაც დიდისა და  მარადიულის კარიბჭეა....
             -  რა არის მარადიულობა?
           -   - მარადიულობა უკვდავებაა  სულისა.
       „სული სხეულშია დავანებული, სულში- გონიერება ჰგიებს, ხოლო გონება სიტყვაა, რომლის მეშვეობით განჭვრეტილი და განდიდებული ღმერთი უკვდავყოფს ადამიანის სულს“-ასე გვასწავლიან წმინდა მამები.
   იცვლება დღე, იცვლება ღამე, საათს საათი ცვლის და წუთს წუთი, ბრუნავს წუთისოფელი.  ნეტავი მას, ვისი სულიც უკვდავი გახდება. ამისთვის ხომ შეურიგებელი
ბრძოლაა საჭირო, ბრძოლა წუთისოფელთან. როგორ მინდა გაუმკლავდე წუთისოფელს ამაო ყოფას..... მაფიქრებს  მრავალფეროვანი არჩევინს შესაძლებლობა, გზა ვიწრო და
გზა ფართო... ვიბნევი კიდეც...
  გაუმკლავდები კი წუთისოფელს? მე ხომ გზა ამირჩევია....გზა გაუკაფავი ვიწრო და ძნელადსავალი.... როგორ მეშინოდა შენი წუთისოფელო, ახლა კი მხოლოდ მაფიქრებ..
მინდა უკეთ გაგიცნო,შენი გულის ცემა ვიგრძნო, სუნთქვას ვუდარაჯო.... შეგიცნო მანამ, ვიდრე ჩემთვის არ გათავდა წუთი და გაქრა სოფელი....
      მაშ, გამარჯობა წუთისოფელო!
                                                                 ფიქრია ბეღელაძე

გაკვეთილის გეგმა მე და საზოგადოება 4კლასი


          გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი,პირადი ნომერი: ია კეშელავა   46001007441
საგანი:   მე და საზოგადოება
სწავლების საფეხური--დაწყებითი   4 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა 6
გაკვეთლის თემა:  განათლება
      „ექსტრემალური სიტუაცია“
გაკვეთილის მიზანი: გაიაზროს ექსტრემალური სიტუაცია,როგორ მოიქცეს ასეთ სიტუაციებში, როგორ
დაიცვას საკუთარი და ახლობლების უსაფრთხოება
N
აქტივობა
 აქტივობის
მიზანი

გამოყენებული
      მეთოდები
კლასის ორგანიზება
სააწავლო
რესურსები
დრო
1
წინარე ცოდნის გააქტიურება,

აქტივობის მიზანია გაიხსენონ და კიდევ კარგად
დაიმახსოვრონ
ლაშქრობის მნიშვნელობა და
ქცევის წესები

კითხვებზე
პასუხები





ინდივიდუალური
ტესტები

10
2
მაპროვოცირებე
 დავალება

სურათზე
ამოიცნონ
ჩვეულებრივი
ბუნებრივი
მოვლენებიი
და ისაუბრონ მათზე



ინდივიდუალური
პლაკატები


5
3
მინი-ლექცია
ექსტრემალური
 სიტუაციების
შესახებ
ბუნებრივი მოვლენებისა და ექსტრემალური
სიტუაციების
გათვითცნობიერება
საუბარი
მსჯელობა
მთელი
კლასი

10
4
მუშაობა სახელმძღვანელოსა
 სამუშაო
რვეულში
 
ექსტრემალური
სიტუაციების დროს
ქცევის
წესების
დამახსოვრება

ინდივიდუალური
სახელმძღ-
ვანელო,
სამუშო
რვეული
10
5
წუთშესვენება
განტვირთვა

მხიარული
ვარჯიშები
კლასთან ერთად


6
ექსტრემალური
სიტუაციები
 და პირველადი
დახმარება
 პირველადი
დახმარების
გაწევა და მისი
მნიშვნელობა
პრეზენტაცია

ჯგუფური
მუშაობა

5
7
შეფასება
შუნიშნის ბარათებით და
  განმავითარებე
ლი კომენტარებით




3
8
საშინაო დავალება:
ოჯახის წევრებიდან
ექსტრემალური
სიტუაციების
შესახებ  ინფორ
მაციის შეგროვება

შესწავლილი
მასალის უკეთ გაც
ნობიერებისთვის


ინდივიდუალური

2
   
                    შეფასების რუბრიკა
შეფასების
კრიტერიუმები
მაღალი
საშუალო
დაბალი
ახალი მასალის
გაგაება,გააზრე ბა
დამახსოვრება
მასალას
წარმატებით გაართვა თავი
საჭიროებს დამატებით დამოუკიდე ბელ მუშაობას
უჭირს ახალი
მასალის,გაგაება,
დამახსოვრება

 შეფასება შუქნიშნის ბარათებით
მწვანე
ყვითელი
წითელი
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მიზნის შესაბამისობა
ესგ-თან:
           მოსწავლემ შეძლოს საგანგებო- ექსტრემალურ (ბუნებრივი კატასტროფების დროს)  და  ცხოვრებისეულ (მაგ:  ქუჩაში, ტრანსპორტში, ექსკურსიაზე)  სიტუაციებში სამოქალაქო უსაფრთხოების წესების დაცვით მოქმედება.

ხელმოწერა------ია კეშელავა
თარიღი--------14.11.2018

понедельник, 12 ноября 2018 г.

გაკვეთილის გეგმა მე და საზოგადოება 3 კლასი


          გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი,პირადი ნომერი: ია კეშელავა   46001007441
საგანი:   მე და საზოგადოება
სწავლების საფეხური--დაწყებითი  III კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა  12
გაკვეთლის თემა:  გარემო, რომელშიც ვცხოვრობ
        „რატომ გვჭირდება სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ყოფნა ჩვენს ირგვლივ?
გაკვეთილის მიზანი: სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის მნიშვნელობისა და საჭიროების გაცნობიერება.
N
აქტივობა
 აქტივობის
მიზანი

გამოყენებული
      მეთოდები
კლასის ორგანიზება
სააწავლო
რესურსები
დრო
1
წინარე ცოდნის გააქტიურება,

აქტივობის მიზანია გაიხსენონ და კიდევ კარგად გაიაზრონ ის გარემო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ

ტესტები
პასუხებით


დიახ-არა


ინდივიდუალური
ტესტები

10
2
მაპროვოცირებე
 დავალება

სურათზე

გამოიცნონ
თუ რა პრო-
ფესიის ადამიანები
არიან
დახატული



ინდივიდუალური
პლაკატები


5
3
მინი-ლექცია
პროფესიის შესახებ
პროფესიისა და საქმიანობის
მნიშვნელობების
გათვითცნობიერება
საუბარი
მთელი
კლასი

5
4
ჩამოწერონ
თუ რა პროფესიის
ადამინები
ცხოვრობენ მათ
მეზობლად -
გააკეთონ
პრეზენტაცია
 
სოფელში მცხოვრები ადამიანების
პროფესიების გათვითცნობიერება

მუშაობა
ჯგუფებში
თაბახის ფურცლები,
პასტები
15
5
წუთშესვენება
განტვირთვა

მხიარული
ვარჯიშები
კლასთან ერთად


6
ყველაზე მეტად რომელი პროფესია მოსწონთ ამ
ეტაპზე რა პროფესიას აირჩევენ

პროფესიის
არჩევის საფუძველის
ჩაყრა

დისკუსია

5
7
შეფასება
შუნიშნის ბარათებით და
  განმავითარებე
ლი კომენტარებით




3
8
საშინაო დავალება:
ოჯახის წევრების
პროფესიების
შესახებ  ინფორ
მაციის შეგროვება

შესწავლილი
მასალის უკეთ გაც
ნობიერებისთვის




2
   
                    შეფასების რუბრიკა
შეფასების
კრიტერიუმები
მაღალი
საშუალო
დაბალი
ხალი მასალის
გაგაება,გააზრება
დამახსოვრება
მასალას
წარმატებით გაართვა თავი
საჭიროებს დამატებით დამოუკიდებელ მუშაობას
უჭირს ახალი
მასალის,გაგაება,
დამახსოვრება

 შეფასება შუქნიშნის ბარათებით
მწვანე
ყვითელი
წითელი
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მიზნის შესაბამისობა
ესგ-თან:
           მოსწავლე აცნობიერებს  სხვადასხვა პროფესიების და საქმიანობების მნიშვნელობებს და საჭიროებებს

ხელმოწერა------ია კეშელავა
თარიღი--------2018